რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია – დისკუსია აშშ-ში კონგრესის ჰელსინკის კომისიაზე

აშშ-ში კონგრესის ჰელსინკის კომისიაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევაზე დისკუსია გაიმართა.

კონგრესის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, როჯერ უიკერს, სურს, დარწმუნდეს, რომ საქართველოს კონსტრიბუცია საერთო უსაფრთხოებაში აღიარებულია და ასევე აცხადებს, რომ ამერიკას შეუძლია, საქართველოს დაეხმაროს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და ნატოში გაწევრიანებაში.

“ჰელსინკის კომისია ატარებს ამ მოსმენას, რათა დარწმუნებული იყოს, რომ ამერიკელმა ხალხმა და საერთაშორისო საზოგადოებამ გააგრძელოს დაკვირვება საქართველოს უწყვეტ, უკანონო ოკუპაციის პროცესზე, მის შედეგებსა და მნიშვნელობაზე. ასევე იმისთვის, რომ შევაფასოთ, აკეთებს თუ არა შეერთებული შტატები ყველაფერს იმისთვის, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მეზობელი ქვეყნების საზღვრებზე და საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ ვლადიმირ პუტინის თავდასხმა შეაჩეროს,“ – განაცხადა როჯერ უიკერსმა.

ჰელსინკის კომისიის სხდომაზე სენატორმა ბენ კარდინმა ისაუბრა 2008 წელს, საქართველოზე თავდასხმის დროს, რუსეთის პრეზიდენტის გათვლაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია მინიმალური იქნებოდა და ამ ვითარებიდან დაუსჯელი გამოვიდოდა.

კარდინმა ამ კონტექსტში გვერდი ვერ აუარა ვერც ჰელსინკის პრესკონფერენციის თემას, რომლის შემდეგაც ამერიკის პრეზიდენტი მწვავე კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა.

ჰელსინკის კომისიის სხდომაზე ასევე მსჯელობდნენ საქართველოს ნატოში შესვლის შესაძლებლობაზეც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლის გავრცელების გარეშე, რომლის იდეაც ცოტა ხნის წინ ჰერითიჯის ფონდის კვლევაში გამოჩნდა. თავად კვლევის ავტორმა, ლიუქ ქოფიმ აუხსნა სენატორებს, თუ რას გულისხმობს ეს ჩანაწერი.

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, დეიმონ უილსონმა, პასუხად მოიყვანა ის მაგალითები, როდესაც მეხუთე მუხლი რიგ ტერიტორიებზე არ ვრცელდებოდა. ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინის პოლიტიკას სჭირდება ტერიტორიული დავები იმისთვის, რომ ნატო და ევროკავშირი რუსეთის საზღვრებს არ მიუახლოვდეს.

„რუსეთი ხედავს ნატოს პოლიტიკას, რომელიც განმარტავს, რომ არ მივიღებთ ახალ წევრებს, თუ მათ ტერიტორიული დავები ექნებათ. შესაბამისად მოსკოვი ხვდება, რომ მას სწორედ ტერიტორიული დავები სჭირდება იმისთვის, რომ ნატო და ევროკავშირი მის საზღვრებს არ მიუახლოვდეს. შეერთებულმა შტატებმა უნდა გაუწიოს ლიდერობა ნატოს გაფართოების სტრატეგიისა და ღია კარის პოლიტიკის გადაფასებას. უნდა ითქვას, რომ გვსურს ახალი წევრების მიღება, თუნდაც მათ ჰქონდეთ ტერიტორიული დავები და გადავწყვეტთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები არ შეეხოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს არ არის ახალი პოზიცია. ნატოში ამის პრეცენდენტები იყო. 1955 წელს დასავლეთ გერმანია ალიანსში ისე შევიყვანეთ, რომ გერმანელებს სუვერენიტეტის იდეის ვალდებულებაზე უარი არ უთქვამთ,” – განაცხადა დეიმონ უილსონმა.

სენატში გამართულ მოსმენაზე საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ, ისაუბრა კანონმდებლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ადამიანის უფლებათა უმძიმეს დარღვევებისა და მკვლელობებზე. ასევე ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული სამხედრო ბაზების საშიშროებაზე, საზღვრის და საჰაერო სივრცის მუდმივ დარღვევებზე.

“საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა მხრიდან ეთნიკური ქართველების დახოცვა სახიფათო ტრენდი გახდა. ყველას გვახსოვს ბაშარულისოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობები. ყველა ამ შემთხვევაში, შესაბამის ფორმატებში საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის მიუხედავად, შეკითხვებზე პასუხები დღემდე პასუხგაუცემელია, დამნაშავეები კი დაუსჯელები არიან. დამტკიცებულია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელშიც შესულია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევებში ბრალდებული პირები. საქართველოს მთავრობა ითხოვს მისი პარტნიორებისგან,  დაუწესდეთ სანქციები ამ სიაში შესულ პირებს,” – აცხადებს დავით ბაქრაძე.

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
ერთწლიანი ქორწინების შემდეგ, ქალი 300 წლის წინ გარდაცვილი მეკობრის სულს დაშორდა
დაწერე კომენტარი