რუსეთის კონსული ანდრეი მალანინი გარდაცვლილი იპოვნეს ათენში

9 იანვარს რუსეთის საელჩოს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ ბინაში, ათენში.პირველადი ნიშნების ვარაუდით ანდრეი მალანინი გარდაიცვალა ბუნებრივი მიზეზებით მაგრამ პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი იძიებენ გარდაცვალების მიზეზს. ბერძნულმა მედიამ განაცახადა, რომ ის არ ყოფილა ორშაბათს სამუშაოდ და ასევე არ პასუხობდა მობილურს. ის ცხოვრობდა მარტო, ძლიერად დაცულ ქუჩაზე.რუსეთმა ოფიცილურად  დაადასტურა კონსულის გარდაცვალება. ვებ-გვერდმა “Proto Thema” განაცხადა, რომ კოლეგებმა გადაწყვიტეს ანდრეი მალანინის მონახულება პოლიციის თანხლებით მაგრამ კარი დახვდათ შიგნიდან ჩაკეტილი. ის იპოვეს მისი საწოლი ოთახის იატაკზე. პოლიციის თქმით სხეულზე არ იყო არანაირი დაზიანება და არც აშკარა შემოჭრის კვალი.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი