რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელებსა და მათ გარემოცვას ევროკავშირში არ შეუშვებენ, თუ კრემლი ქიმიური იარაღის საკითხში ითანამშრომლებს სირიასთან

სირიას, რომელსაც ქიმიური იარაღის გარკვეული მარაგი ყოველთვის ჰქონდა და საბჭოთა კავშირის დაშლამდე მასთან თანამშრომლობდა, შესაძლოა დღესაც ამ მხრივ რუსეთთან გარკვეული კავშირები ჰქონდეს. ევროკავშირის ახალი სანქციების დაწესება კი რუსეთისთვის ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ მან პოლიტიკური კურსი შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კრემლი საკუთარ ქმედებეზე პასუხს აუცილებლად აგებს.

ინიციატივის თანახმად, რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა აეკრძალებათ. ამასთანავე, მათი ფინანსური აქტივები დაყადაღდება. ახალი შეზღუდვები დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ არის ინიცირებული. იგი სოლსბერიში და სირიაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმებს უკავშირდება.

ახალი შეზღუდვები იმ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, ვინც ქიმიური იარაღის შექმნასა და გამოყენებასთან არიან კავშირში, – აღნიშნულ ინიციატივას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი უკვე დაუჭირეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი” პოლიტოლოგსა და „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის” დირექტორს კორნელი კაკაჩიას გაესაუბრა, რომელმაც რუსეთ-სირიის კავშირები არ გამორიცხა და საბჭოთა კავშირისა და სირიის თანამშრომლობა გაიხსენა.

„სირიას ყოველთვის ჰქონდა ქიმიური იარაღის არსენალი, სანამ ომი იქნებოდა მანამდეც, საბჭოთა კავშირი და სირია თანამშრომლობდნენ ამ საკითხებში და ახლაც არ არის გამორიცხული, რომ ამ კუთხით გარკვეული თანამშრომლობა არსებობდეს.

„რუსეთმა იცის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ სირიის ხელისუფლება რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინაააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოიყენებას სირიისთვის ძალიან ცუდი შედეგები ექნებოდა.

„აქედან გამომდინარე, რუსეთი გარკვეული პერიოდი ცდილობდა ამ საკითხთან დაკავშირებით ზეწოლაც კი მოეხდინა, რადგან იცოდა, რომ ამას შესაძლოა გამოეწვია ამერიკის შეერთებული შტატების ჩაბმა სირიის წინააღმდეგ უშუალოდ ომში,” – დასძინა მან.

კაკაჩიას განცხადებით, დამატებითი სანქციები რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული და იმ შემთხვევაში თუკი რუსეთი ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებს, ამას ევროკავშირის მხრიდან გარკვეული პასუხი აუცილებად მოჰყვება.

„ეს კიდევ დამატებითი სანქიები იქნება რუსეთის ხელისუფლების იმ ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც ამ საქმეში არიან ჩართულნი. მათი მიზანია, რომ ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, სანამ უშუალოდ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

„ეს არის ევროკავშირის ნაბიჯი რათა, მომავალში რუსეთმა არ აწარმოოს ასეთი პოლიტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ექნება გარკვეული საფასური სანქციების სახით და არცერთი ოპერაცია და დანაშაული არ დარჩება პასუხის გარეშე,” – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

რეზონანსი

loading…

პოპულარული

თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
"ოცნების" ყველა შიდა კვლევით გრიგოლ ვაშაძე არჩევნებს 12%-იანი უპირატესობით იგებს!"- რას გეგმავს ხელისუფლება
დაწერე კომენტარი