რუსეთიდან 755 ამერიკელ დიპლომატს გააძევებენ

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ 1-ელ სექტემბერს რუსეთის დატოვება 755 ამერიკელ დიპლომატს მოუწევს. ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა რუს ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

„ათასობით თანამშრომელი – დიპლომატი და ტექნიკური პერსონალი ჯერ კიდევ მუშაობდა რუსეთში. სექტემბერში 755-მა უნდა დატოვოს რუსეთი”, – განაცხადა პუტინმა.

ამრიგად, რუსეთში სულ 455 ამერიკელი დიპლომატი დარჩება. ამჟამად აშშ-შიც ანალოგიური რაოდენობის რუსი დიპლომატი მუშაობს.

როგორც პუტინმა განაცხადა, ამ ნაბიჯის გადადგმა მოსკოვს ვაშინგტონის ქმედებებმა აიძულა.

„ჩვენ დიდხანს ველოდით და გვეგონა, რომ რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ ისე ჩანს, რომ ცვლილებები მალე არ მოხდება. მე ჩავთვალე საჭიროდ, გვეჩვენებინა, რომ ჩვენც არაფერს დავტოვებთ უპასუხოდ”, – განაცხადა პუტინმა.

მოსკოვმა აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონი დაამტკიცეს.

loading...

პოპულარული

მოსაზრება, რომ ნიკოტინს აქვს დამცველობითი უნარი კოვიდის საწინააღმდეგოდ, არის მითი - ამირან გამყრელიძე
აჭარის ტელევიზიის წინ აქცია მიმდინარეობს - მოშიმშილეები ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაყენებას ითხოვენ
"ძალოვანებმა გადამიღეს, რომ პატრიარქს მსახურების დროს აღარ ვიხსენიებდი" - მამა ათინოგენეს მეუფე გრიგოლმა ღვთისმსახურების უფლება შეუჩერა
იცოდეთ, რომ დაიცვა მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება, ამაზე უფრო დიდი ღირსება არ არსებობს - გიორგი გახარია პოლიციელებს
შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვეს
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
შემზარავი მკვლელობა - 15 წლის ბიჭმა 10 წლის მძინარე და ჩაქუჩით მოკლა და ნაგავსაყრელზე დააგდო
დაწერე კომენტარი