”ეს არის სტაბილურობა, რასაც ემუქრება რუსეთი”- გია ვოლსკი

ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით, რუსეთი საქართველოს სტაბილურობას ემუქრება, თუმცა  არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დამატებით დიალოგის ფორმატზეც იფიქროს.

„ის საფრთხეები, რასაც რუსეთის დამოკიდებულება შეიცავს ჩვენს მიმართ ახალი არ არის. საქართველოს სახელმწიფო, მისი მთავრობა, ძალიან აწონილ-დაწონილ, პრაგმატულ სტრატეგიას ატარებს. აქედან გამომდინარე არის ყველაფერი, რასაც დღემდე მივაღწიეთ. ეს არის სტაბილურობა, რასაც ემუქრება რუსეთი. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ გამოსავალზე, თუკი ეს მესამე ხაზის გახსნა იქნება საჭირო და თუნდაც დეპუტატების ურთიერთობა, ამაზეც საფიქრებელია,“ – აცხადებს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა არ გამორიცხა, რომ უახლოეს მომავალში თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების ახალი პლატფორმები გაჩნდეს.

პოპულარული

თბილისში ჩინეთიდან მორიგი ავიარეისი ჩამოფრინდა - მგზავრები კორონა ვირუსზე არავის შეუმოწმებია
ლევან ხაბეიშვილს "ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ (ფოტო/ვიდეო)
ლალი მოროშკინა თოვლში პენუარით პოზირებს - ფოტოები ინსტაგრამის გვერდიდან
24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი