“რუსები სამოთხის ნაცვლად საქართველოზე ოცნებობენ” – ჯონ სტაინბეკი

ჯონ სტაინბერგი

ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა 1947 წელს სსრკ-ში იმოგზაურა. მან მოიარა მოსკოვი, ლენინგრადი, კიევი, სტალინგრადი და ბოლოს, საქართველოსაც ეწვია. აი,რას წერდა სტაინბეკი საქართველოსა და თბილისის შესახებ:

“ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდით – რუსეთში, მოსკოვში, უკრაინაში,სტალინგრადში – გამუდმებით გვესმოდა მაგიური სიტყვა – “საქართველო”. კავკასიის ამ ქვეყანას, შავი ზღვის პირას რომ მდებარეობს, მოიხსენიებდნენ როგორც მეორე სამოთხეს. ჩვენ უკვე გვჯეროდა, რომ რუსების უმრავლესობა იმედოვნებდა – თუკი მთელი ცხოვრება პატიოსნად და ზნეობრივად ვიცხოვრებთ, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არ ამოვყოფთ თავს, არამედ საქართველოშიო.

ქართველები არიან მგზნებარენი, ამაყნი, გულმხურვალენი და მხიარულნი, რუსეთის სხვა ხალხების დიდ აღტაცებას იწვევენ… ქართველი მამაკაცები დიდი წარმატებით სარგებლობენ რუს ქალებში… თბილისელები უკეთესად არიან ჩაცმულნი და უფრო ლაღად გამოიყურებიან იმ ხალხთან შედარებით, ვისაც რუსეთში შევხვდით. ქუჩები ხალისიან და ცოცხალ შთაბეჭდილებას ტოვებს”.

“რეზონანსი”

პოპულარული

ერთი ბილეთით მარშუტკით, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობას შეძლებთ - თბილისის მერიის ახალი რეფორმა
ღობით გაყოფილი სათამაშო მოედანი თბილისში "მდიდრების" და "ღარიბებისთვის" - "მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში"
ხვალიდან თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა 200 დღით გადაიკეტება
ტყვიის მაღალი დონე მონადირეების და მეთევზეების ოჯახებში და მომწამვლელი „კაკლის სატეხი“ - რა შედეგები აჩვენა კვლევამ საქართველოში
დაწერე კომენტარი