“რუსები ისრაელის ერთ თვით”მფრინავს ჩამოაგდებენ და ამას სირიელ მეზენიტეებს დააბრალებენ”

სირია

სირიაში რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას ოფიციალური მოსკოვი ისრაელს აკისრებს და ადეკვატური პასუხით იმუქრება. თუმცა, სამხედრო ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ისრაელსა და რუსეთს შორის რაიმე სახის სამხედრო დაპირისპირება მოსალოდნელი არ არის.

აღსანიშნავია, რომ რუსული “ილ-20″ რეალურად სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის სამხედრო ნაწილებმა ჩამოადგეს და ამას რუსეთიც აღიარებს, თუმცა მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ეს ისრაელის ავიაციის გამიზნული მოქმედების შედეგად მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათი ქმედება მტრული და პროვოკაციული იყო, ამიტომაც, რუსეთი ადეკვატურ პასუხს გასცემს ისრაელს.

„რუსულ თვითმფრინავს ამოფარებულებმა ისრაელელმა პილოტებმა ის სირიული საჰაერო თავდაცვის ძალების ცეცხლის ქვეშ მოაქციეს. ისრაელის პროვოკაციულ ქმედებებს ვაფასებთ, როგორც მტრულს. ისრაელის სამხედროების უპასუხისმგებლო ქმედებების გამო 15 რუსი სამხედრო დაიღუპა. ეს არ პასუხობს რუსეთ-ისრაელის პარტნიორობის სულისკვეთებას”, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 აღნიშნულ საკითხზე ჟურნალ „არსენალის” მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა განაცხადა რომ რუსეთმა, რომელიც „ადეკვატური” პასუხით” იმუქრება, შესაძლოა მართლაც ჩამოაგდოს ისრაელის ერთი ან რამდენიმე თვითმფრინავი, მაგრამ ამას „საკუთარ თავზე ვერ აიღებს.”

„რუსეთი ისრაელს სდებს ბრალს, მაგრამ ეჭვი მეპარება სამხედრო თვალსაზრისით რუსეთმა რაიმე სერიოზული გადაწყვეტილება მიიღოს ისრაელის საწინააღმდეგოდ. რუსეთის, თურქეთის, ისრაელისა და იგივე აშშ-ის ინტერესები ერთმანეთს ეჯახება. ამიტომაც, შესაძლოა უფრო უარესიც მოხდეს, მაგრამ ეს კანონზომიერებაა, რადგან აქ ინტერესების დაპირისპირება ხდება.

„გამოვრიცხავ, რომ სამხედრო თვალსაზრისით მოხდეს რაიმე ისეთი, რომ უშუალოდ ისრაელი და რუსეთი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი მორიგი საჰაერო შეტევის დროს, რომელსაც ისრაელი ისევ განახორციელებს, ჩამოგდებულ იქნას ისრაელის თვითმფრინავები, ან ერთი თვითმფრინავი მაინც, მაგრამ რუსეთი ამას თავის თავზე არ აიღებს. ის იტყვის, რომ ეს სირიელმა მეზენიტებმა ჩამოაგდეს,” – განაცხადა მან.

მისი თქმით, სირიაში საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების ფონზე ასეთი ინციდენტი მოსალოდნელიც იყო.

„ის, რაც სირიის სანაპიროსთან მოხდა, მოსალოდნელი იყო, რადგან სირიაში დიდი ხანია სერიოზული დაძაბულობა არსებობს, მათ შორის საჰაერო სივრცეშიც. ისრაელის ავიაცია სისტემატურად ბომბავს იმ კონკრეტულ სამიზნეებს სირიის ტერიტორიაზე, რომელიც მისთვის საშიშად მიაჩნია.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც წინასწარი მონაცემებით ირკვევა, ისრაელის ავიაგამანადგურებლები, რომლებმაც სირიის ობიექტიების მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, რუსულ სადაზვერვო თვითმფინავ „ილ-20″-ს „ამოეფარნენ”.

„ეს რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი „ილ-20″ სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გამანადგურებელ-ბომბდამშენ „ეფ-16″-ად აღიქვეს და მისკენ რაკეტა გაუშვეს, რომელიც სირიის საჰაერო თავდაცვისთვის, ასევე, რუსების მიერ იყო მიწოდებული,” – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

“რეზონანსი”

loading…

პოპულარული

მაკა ჩიჩუას მორიგი იდეალური ლუქი მოქმედი პირველი ლედის ამპლუაში (ფოტოები)
როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები ინაუგურაციაზე - ფოტოები ცერემონიიდან
ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის დახვეწილი ჩაცმულობა ინაუგურაციაზე (ფოტოები)
რა დაუვარდა სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე - ვიდეო
დაწერე კომენტარი