რუსების წარმოუდგენელი სისასტიკე – ქალაქ ირპენში 13 სამარხი აღმოაჩინეს

ირპენი

კიევთან ახლოს  მდებარე ქალაქ ირპენში 13 სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროში გააკეთეს.

cyc

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამომძიებლებმა ქალაქში 700 ჰექტარი ფართობის ტერიტორია დაათვალიერეს, რაც მოიცავს 10 ათას სახლს და სხვა შენობებს.

მათი მტკიცებით, გამოვლინდა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი არაერთი სამხედრო დანაშაული. უწყების თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ რუსი ჯარისკაცები იყენებდნენ ჟენევის კონვენციით აკრძალულ იარაღს და საბრძოლო მასალას.

დოკუმენტურად აღწერილია რუსეთის არმიის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადების“ ასევე საჰაერო ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ -ემ“-ის გამოყენება,

სამძებრო ოპერაციის დროს აღმოჩენილია 13 სამარხი.

რეკლამა

დაწერე კომენტარი