რუმინეთში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება – მღვდლები კი მრევლის საერთო კოვზით ზიარებას არ წყვეტენ

“ევრონიუსის” ცნობით , კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები მრევლის ერთი კოვზით ზიარებას აგრძელებენ.
გამოცემასთან ინტერვიუში, რუმინელ ექიმთა ალიანსის ხელმძღვანელმა, ექიმმა თანასიმ განაცხადა, რომ მღვდლების უმრავლესობა ვერ აცნობიერებს ვირუსით გამოწვეულ რისკებს.

” მღვდლების უმრავლესობას არ ესმის რა ხდება რეალურად, ფაქტია, რომ არ აქვთ პატრიარქის ნებართვა ისინი რიტუალებს მაინც ატარებენ.

მიუხედავად იმისა რომ ეკლესიამ მრევლს ნება დართო გამოეყენებინათ საკუთარი კოვზები, სასულიერო პირიბი მაინც საერთო კოვზით აზიარებენ მათ.
ეს საქციელი ნათელი მაგალითია იმისა, რომ მათ არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ ინფექციისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ” – აღნიშნა ექიმმა ათანასიმ.

ექიმ ათანასის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ზიარების კადრები ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეზღუდვები გაამკაცრა და ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ატარებს.

“იმედი მაქვს მიღებული ზომები ინფიცირებულთა რაოდენობას შეცვლის, მაგრამ ჩემი აზრით, ეს შეზღვუდვები გვიან დაწესდა” _თქვა მან.

ამჟამად რუმინეთში „კოვიდ 19“-ის 762 შემთხვევა დაფიქსირდა. 5000-ზე მეტი ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი.

loading...

პოპულარული

"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია და სერიოზული ეპიდემიაა - ამირან გამყრელიძე
ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ პანდემიის დასაწყისში - ანგელა მერკელი
საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაწესებული ფინანსური სანქციები გადაჭარბებული იყო, ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ არა სანქციებზე, არამედ სოციალურ დახმარებაზე - მარიამ ჯაში
პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი იხსნება
რუსული საგუშაგო დროებით დაშლილია და მანეკენი ჰყავთ დატოვებული - რა ხდება ატოცში
"პრემიერის ტყუილები" პარლამენტის ტრიბუნიდან - გოგორიშვილის მიმართვა
დაწერე კომენტარი