“როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის, “ტვ პირველს” ისევ ინკასო დაადეს, არსებობს რაღაც, რასაც ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს” – ვატო წერეთელი

ვატო წერეთელი

არსებობს რაღაც, რასაც ალბათ ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს! – ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში “ტვ პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი ავრცელებს.
მისი თქმით, “ტვ პირველის” ანგარიშებს ისევ ინკასო დაედო.

“არსებობს რაღაც, რასაც ალბათ ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს !

მაშინ, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის !

მაშინ, როცა ბიზნესს წარმოუდგენელი გამოწვევები აქვს !

მაშინ, როცა არავინ იცის, რა ელოდება ამ ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას !

მაშინ, როცა ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რომ მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდონ. ინფორმაცია, რომელიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წამალი !

მაშინ, როცა ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია !

ტელეკომპანია ,,პირველს” ისევ ინკასო დაადეს !

გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის !

ბატონებო, ჩვენი და თქვენი მტერი კორონაა და არა თავისუფალი მედია !

გავიმეორებ : ხალხი აქ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, თქვენ კი ამ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, მძღოლებს შემოსავლის გარეშე ტოვებთ !!!” – წერს ვატო წერეთელი.

loading...

პოპულარული

სოფო ბედია, მისი ქმარი, ნინი ქარსელაძე, თემურ თათარაშვილი და სხვა ცნობილი მომღერლები COVID-19-ის წინააღმდეგ ამღერდნენ - ახალი კლიპი, რომელმაც ყველა გაამხიარულა
"ეს არის ქურდობა"- გახმაურებული კლიპის ავტორებს, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ​
ქართული წარმოების როგორ პირბადეს გვპირდებოდა ეკონომიკის მინისტრი და როგორი მივიღეთ
"საქართველოს უძველეს ეკლესიას ილია მეორე ავტორიტარულად განაგებს, მოგმართავთ თხოვნით, გავლენა მოახდინოთ საქართველოს ეკლესიაზე" - ქართველმა თეოლოგებმა მსოფლიოს პატრიარქებს დახმარების თხოვნით მიმართეს
დაწერე კომენტარი