“როცა საქმე ეხებოდა „ისლამურ სახელმწიფოს“, საქართველომ სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ყველაზე ეფექტურად იმოქმედა”

ისლამური სახელმწიფო

შემიძლია ვთქვა, რომ როცა საქმე ეხებოდა „ისლამურ სახელმწიფოს“, ამ ვითარებაში საქართველომ სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ყველაზე ეფექტურად იმოქმედა, – ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

კაცის მოსაცმელი

მისი თქმით, გამოწვევების მიუხედავად საქართველომ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება მოახერხა.

“ჩვენ რატომღაც დაგვჩემდა, რომ სიტუაციას ვამუქებთ. შემიძლია ვთქვა, რომ როცა საქმე ეხებოდა ე.წ „ისლამურ სახელმწიფოს“, საქართველომ ამ ვითარებაში ყველაზე ეფექტურად იმოქმედა სხვა სახელმწიფოებთან შედარებით. ჩვენ ვიყავით და ვართ ძალიან ახლოს სირიასთან, გარშემო უამრავი პრობლემაა და ამ ვითარებაში საქართველომ არამარტო შეინარჩუნა მშვიდი გარემო, არამედ მაქსიმალურად მოვჭერით გზები ტერორისტებისთვის, როგორც ტრანზიტული თვალსაზრისით, ისე გადინების კუთხით.

მხოლოდ გერმანიიდან 200 გოგო იყო წასული ე.წ „ისლამურ სახელმწიფოში“ და ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 35 კაცზეა საუბარი. თქვენ არ დაგავიწყდეთ, რომ დავიჭირეთ ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ხელს უწყობდა ახალგაზრებს გადასვლაში და მაქსიმალურად ჩავჭერით ასეთი გზები”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

იტვირთება…

პოპულარული

კინოს ცოცხალი ლეგენდა, ჯეკ ნიკოლსონი 81 წლის გახდა
პირდაპირი ეთერი - ერევანში ოპოზიციის ლიდერების დაკავებამ ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა
აშშ რუსეთის შეკავების მიზნით ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდის დატოვებას აპირებს
ნიკარაგუაში ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში მოკლეს
დაწერე კომენტარი