როცა მამა ავარიის შემდეგ გონზე მოვიდა, აღმოაჩინა, რომ მისი სამივე ქალიშვილი გარდაცვლილი იყო – საშინელი ტრაგედია აშშ-ში

26 წლის სომჩაი ლურაკი და მისი საცოლე ემა ვეიგანი სამ მცირეწლოვან (3-დან 6 წლამდე) ქალიშვილთან ერთად ერთად სახლში მიდიოდნენ. ავტომობილი შუქნიშანზე იდგა, როცა მას 130 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მანქანა შეეჯახა. ამის შესახებ The Sun-ი წერს.

რამდენიმე ხნის შემდეგ კაცი აიდაჰოს ერთ-ერთ საავადმყოფოში მოვიდა გონს. მის გვერდით მისი ძმა ენტონი იდგა, რომელმაც არ იცოდა თვალები სად წაეღო. ბოლოს ძალა მოიკრიბა და უთხრა, რომ ემას მოტეხილობები ჰქონდა და გვერდით პალატაში იწვა, მაგრამ გოგონები – ანინა, კია და დრაიკა ცოცხლები აღარ იყვნენ. ისინი შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ.

თითქოს ეს არ იყო საკმარისი, ძმას იმის შეტყობინებაც მოუხდა, რომ თავად სომჩაი, კისტეის არეში მიღებული 7 დაზიანების გამო, კისრის ქვემოთ პარალიზებული იყო. მართალია სხეულის ზოგიერთ ნაწილში მას მგრძნობელობა შენარჩუნებული აქვს, მაგრამ კაცს მათი მართვა არ შეუძლია.

მთვრალი მძღოლი დაკავებულია. მას სამმაგ მკვლელობაში ედება ბრალი, მაგრამ ამით ლორაკების ოჯახს შვება არ მისცემიათ.

loading...

პოპულარული

"ვაქცინა უკვე შექმნილია , მარტის ბოლომდე ყველა რეგიონში დასტაბილურდება მდგომარეობა....ანტიდოტი ხელს შეუწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას" - ჩინელი დიპლომატი
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განკურნეს
"სარალიძის ოჯახი მ..ტყ...ან, მაგის მკვდარი და ცოცხალი... ყველაზე დაბალი ღობე მე მანახეს... გამწირეს"- მიხეილ კალანდიას მამის პირველი კომენტარი
“ადვადმყოფები ხართ გოგოებო” - ლავროვის შეუარცხმყოფელი რეპლიკა ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი