,,როცა დედას შვილს უკლავენ, მისთვის სულერთია ამას პირდაპირ ხელისუფლების წევრები აკეთებენ თუ ამ ხელისუფლების მიერ გაბლატავებული კრიმინალები!”

სარიშვილი

პოლიტიკორი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებას ეხმაურება.

,,როცა ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია;

როცა ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მოტივით წახალისებული კრიმინალები საკუთარ ხელშეუხებელ მდგომარეობას არაპოლიტიკურ, ყოფით სიტუაციაშიც იყენებენ;

როცა ხელისუფლება მომხდარ დანაშაულზე მხოლოდ მაშინ რეაგირებს, თუ ეს ფაქტი მედიის და სხვა საშუალებებით ხმაურდება და თან წინ არჩევნებია…

და კიდევ ბევრი ასეთი როცაა, როცა სრულიად უადგილოა საზოგადოების ნაწილის პრეტენზია რატომ ხდება ამ თემის პოლიტიზირებაო! იმიტომ ხდება რომ ამის მიზეზი დღევაბდელი პოლიტიკაა!

როცა დედას შვილს უკლავენ, მისთვის სულერთია ამას პირდაპირ ხელისუფლების წევრები აკეთებენ თუ ამ ხელისუფლების მიერ გაბლატავებული კრიმინალები!

და ეს სულერთი უნდა იყოს ყველა ნორმალური დედისთვის და არა მხოლოდ დაღუპულის ოჯახისთვის! როცა დედას შვილს უკლავენ, ის ყველას შვილი ხდება და არ არსებობს დედა, თუ ის ნორმალურია, რომ ეს ამბავი საკუთარი ტრაგედიასავით არ განიცადოს, არ ჩაეხუტოს თავის ცოცხალ შვილს და არ შეეშინდეს რომ თუ ასე გაგრძელდა, შემდეგი შეიძლება ის იყოს!

დაფიქრდით ყველა, ვისაც პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული და სულერთია რა მოტივით, ლამის მთავარი დამნაშავედ იმ საბედისწერო დღის იუბილარი გოგონა გამოაცხადოთ და გამოსავალი დაბადების დღის აღნიშვნის აკრძალვაში დაინახოთ!

დავფიქრდეთ დედებო, მამებო, ვისაც შვილები ცოცხლები გვყავს – გვინდა კი იმ დროში დაბრუნება, საითაც მიგვაქანებენ და სადაც მთავარი ძალა, ბლატი და საქმის ქუჩური გარჩევებია!

ისინიც დაფიქრდით ქურდული სხვაა და ბოზური სხვააო შვილებს რომ ასწავლით და აუხსენით თქვენს პირმშოებს რომ ეს ერთი და იგივე ბოროტებაა და ერთსაც და მეორესაც არსებული ხელისუფლება აბლატავებს!

დავფიქრდეთ სანამ გვიან არ არის რადგან ე.წ. “ქუჩის მორალმა” პატრონიანის და უპატრონოს გარჩევა არ იცის და ხვალ ასეთ მდგომარეობას შეიძლება ნებისმიერის შვილი შეეწიროს!

დიახ! ეს ყველაფერი პოლიტიკაა!

დავფიქრდეთ ჩვენი შვილების გადასარჩენად”- წერს სარიშვილი.

დაწერე კომენტარი