“როცა ამ მანიაკის სახე და მისი რეაქციები დავინახე…როცა ამ მანიაკმა ჩვენება შეცვალა და უნიჭო ზღაპრები მოყვა, დიდი ალბათობით ეს ადვოკატის შეთავაზებული ვერსია უნდა იყოს”

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი Facebook – ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

ადვოკატის მიერ მანიაკისთვის შეთავაზებული ცრუ ვერსია ისეთივე გულისამრევია როგორც ამჯერად დაცვაზე უარის თქმა!

ექსპერტიზის დასკვნამდე, რაშიც ქართულ მხარესთან ერთად ჩართული იყო ამერიკული მხარეც, ხმა არ ამომიღია იმაზე რასაც ვფიქრობდი და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებდი – მათაც ვინც ვერ დაიჯერა და მათაც ვინც ჩასაქოლად იწევდა. სამწუხაროდ ექსპერტიზის შედეგები ისაა რასაც მე და არა მხოლოდ მე ვფიქრობდი როცა ამ მანიაკის სახე და მისი რეაქციები დავინახე. ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ამ საშინელების აღწერა და აღშფოთება ვერ გადმოიცემა სიტყვებით.
მე ეხლა სულ სხვა რამე მაინტერესებს: როცა ამ მანიაკმა ჩვენება შეცვალა და უნიჭო ზღაპრები მოყვა, დიდი ალბათობით ეს ადვოკატის შეთავაზებული ვერსია უნდა იყოს. მე ასე კარგად არ ვიცნობ იურისპრუდენციას და ამიტომ მხოლოდ შეკითხვას ვსვამ: უნდა დადგეს თუ არა ამ ადვოკატის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ დადასტურდა რომ ეს ცრუ ვერსია, რომლითაც ეს მანიაკი დამნაშავე არ გამოდიოდა, ამ ადვოკატის შეთავაზებულია? არ ვიცი კანონით როგორაა მაგრამ თუ ეს ასეა, ეს ადვოკატი არაფრით უკეთესი ამ საშინელების ჩამდენზე არ არის!
შეგახსენებთ,რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა, დავით გირგვლიანმა კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა.

ადვოკატი დავით გირგვლიანი​ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღარ დაიცავს.

სავარაუდოდ, ადვოკატმა ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მედიით გავრცელდა ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა თანახმადაც, ბრალდებულ მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმიტთან, მისი მცირეწლოვანი შვილი კი, მიბჯენით არის მოკლული.

„საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო შემდეგი განცხადება.

ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მე ვიცავდი ბრალდებულ მალხაზ კობაურის ინტერესებს.

ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ, რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის, თუმცა, რაც შეეხება ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს, მე, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი, მივიჩნევ, რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელდეს ჩემი მონაწილეობის გარეშე.

წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს ვინც გააგრძელებს მის დაცვას, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება, მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა მე მივიჩნევ, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემს გარეშე!

ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც თბილი სიტყვებისთვის, ასევე კრიტიკული ოპონირებისთვის.

მე აღარ ვაგრძელებ აღნიშნული საქმის წარმოებას, თუმცა ვრჩები ჩემი ჩემი პროფესიის და სიმართლის ერთგული!

სხვა რაიმე კომენტარს აღნიშნულ საქმეზე აღარ გავაკეთებ!“, – განუცხადა დავით გირგვლიანმა პირველ არხს.

პოპულარული

თბილისში ჩინეთიდან მორიგი ავიარეისი ჩამოფრინდა - მგზავრები კორონა ვირუსზე არავის შეუმოწმებია
ლალი მოროშკინა თოვლში პენუარით პოზირებს - ფოტოები ინსტაგრამის გვერდიდან
ლევან ხაბეიშვილს "ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ (ფოტო/ვიდეო)
24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი