რომის პაპის მოკვლას 17 წლის სანტოს ქოლონი გეგმავდა

რომის პაპი

ნიუჯერსელი 17 წლის მოზარდი რომის პაპის მოკვლას გეგმავდა. მკვლელობა მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც პაპი ფრანცისკე შტატებს 2015 წელს სტუმრობდა. ინფორმაციას NDTV ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, 17 წლის სანტოს ქოლონმა აღიარა, რომ ის ისლამური სახელმწიფოს დაკვეთით მოქმედებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი გეგმავდა როგორც სნაიპერის დაქირავებას, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებას, რომლის დამონტაჟებასაც ფილადელფიაში, პაპსა და მრევლს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე აპირებდა.

სანტოს ქოლონი FBI-ის ფარულმა აგენტმა გამოავლინა, რომელიც მას როგორც მკვლელი სნაიპერი ისე გაეცნო. მოზარდი რომის პაპის დაგეგმილ მესამდე 12 დღით ადრე დააკავეს.

სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში, ბრალდებული აცხადებს, რომ ის ისლამურ სახელმწიფოს თანადგომას უცხადებს და ტერორისტების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. თუმცა მასსა და ISIS-ს შორის რაიმე კავშირების შესახებ დამატებითი დეტალების შესახებ პროკურატურას ინფორმაცია არ აქვს.

სანტოს ქოლონს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლამდე პატიმრობა და 250 ათასი დოლარის ოდენობით ჯარიმა ემუქრება.

იტვირთება…

პოპულარული

„ხელვაჩაურში 25 ლარად ნაყიდი პერანგი, H&M-ის ახალ კოლექციაში დამხვდა 89.99 ლარად...“ - ბიზნესი ქართულად
სკანდალური აღიარება - რა ბრძანება გასცა შოთაძის უწყებამ და ვის უნდა დაბრალებოდა რაფალიანცის მკვლელობა
ბილ გეითსი კაცობრიობას აფრთხილებს ახალი მომაკვდინებელი ვირუსის გამოჩენის შედეგებზე
,,მუქარა ტელევიზიაში დატოვა“ - ინგა გრიგოლიას უცნობი პირი სახლში თავდასხმით ემუქრება, ჟურნალისტი პოლიციისგან ზომების მიღებას ითხოვს
დაწერე კომენტარი