რომელ არხზე ვიხილავთ ვანიკო თარხნიშვილს

ახალი სატელევიზიო სეზონი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ბაზარზე რამდენიმე ტელეკომპანია გაჩნდა, შესაბამისად, სად და როგორ გადანაწილდებიან ცნობილი ჟურნალისტები და სახეები ჯერჯერობით უცნობია.

“ტელეიმედზე” მალე ახალი იუმორისტული ჟანრის სერიალი დაიწყება. ამ სერიალს ის გუნდი ქმნის, რომელმაც სერიალი “შუა ქალაქში” შექმნა.

“შუა ქალაქში” ათი წლის წინ გადაიღეს, თუმცა, ის დღესაც ისეთივე რეიტინგულია, როგორც წლების წინ.

“მისამართის გარეშე” – ასე ერქმევა Night Show Studio-ს ახალ შოუს, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ვანიკო თარხნიშვილი ასრულებს.

ვანიკო თარხნიშვილი ადასტურებს ინფორმაციას, Night Show Studio-ს ახალ სერიალში მონაწილეობის შესახებ, თუმცა, დამატებით კომენტარს არ აკეთებს იმის თაობაზე, რომელ პროექტებში ვიხილავთ მას სერიალის გარდა.

შეგახსენებთ, გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძის გუნდის “რუსთავი 2”-დან წასვლისას, არხი ვანიკო თარხნიშვილმაც დატოვა, თუმცა, რამდენიმე თვის წინ, ისევ “რუსთავი 2”-ზე დაბრუნდა.

Rating

დავიბრუნეთ, ისევ ჩვენთანაა” – დაწერა მაშინ სოციალურ ქსელში “რუსთავი 2”-ის ყოფილმა და ახლა უკვე “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ და ფოტოებიც გაავრცელა, სადაც მსახიობთან და ტელეწამყვანთან კონტრაქტი გააფორმა.

“რეიტინგი” შეეცადა ვანიკო თარხნიშვილისგან გაერკვია, რომელ არხზე ვიხილავდით მას, თუმცა, ის ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს.

წყარო: –  reitingi.ambebi.ge

დაწერე კომენტარი