გოგო, რომელიც სიყვარულის გამო მარიტასავით მოკლეს – მესტიაში მომხდარი შემზარავი ამბავი

მარიტა

ეს შემზარავი ამბავი რამდენიმე ხნის წინ თამარ დადიანმა გაიხსენა და სოციალურ ქსელში დაწერა.

ტრაგიკული შემთხვევა მესტიის რაიონში, 1995 წელს განვითარდა და ლამაზი სიყვარულის ამბავს სამი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა მომხდარის გამო არავინ დასჯილა.

თამარ დადიანი იხსენებს:

„გვარის დასახელებას მოვერიდები. ერთ ოჯახს ოთხი ვაჟი და ერთი ულამაზესი გოგონა ჰყავდა, რომელზეც იმავე სოფლელი ვაჟი იყო შეყვარებული. გოგონას სხვა უყვარდა და როგორც შემდეგ გაირკვა, შეყვარებულთან, რომელსაც საქმროდ მიიჩნევდა, ფიზიკური სიახლოვეც ჰქონდა. 

ამის შესახებ გაიგო უარყოფილმა ვაჟმა და ოჯახის უფროსს გააგებინა. მამის აღშფოთებას ისიც დაემატა, რომ გოგონას დასჯა სოფელმაც მოითხოვა. მამამ გადაწყვეტილება მიიღო და „წესის ასრულება“ უფროს ვაჟს ანუ გოგონას ძმას დაავალა.

ეს გოგო საჯაროდ იქნა მოკლული ძმის მიერ, ხმლით აქნეს. ტრაგედიის შემდეგ გოგონაზე შეყვარებულმა ვაჟმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე გოგონას საქმრომაც. დედა, რომელმაც შვილის დაცვა ვერ შეძლო, ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სიცოცხლე იქ დაასრულა“.

რაც შეეხება, მკვლელობაზე სამართალდამცავების რეაგირებას, დადიანის თქმით,  მომხდარი ტრაგედია ოჯახის „შიდა საქმედ“ მიიჩნეოდა და არავინ დასჯილა.

loading...

პოპულარული

რა ღირს ლარი დღეს - ოფიციალური კურსი
36-37 ლარის დენი და 92 ლარამდე გაზი — ვის შეეხება მთავრობის შეღავათები
გურულ იუმორს ვერანაირი კორონა ვერ ამარცხებს - გურიაში გაგონილი ტოპ 10 ფრაზა დღევანდელ რეალობასთან დაკავშირებით
ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი სამი თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება
დაწერე კომენტარი