“როდის მიხვდებიან მონები, რომ მონები არიან და არა პარტნიორები? აესე 7 წელი სიცრუეში როგორ უნდა იცხოვრო ” – ბაია პატარაია თამარ ჩუგოშვილზე

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:

ანუ ჩუგოშვილს ბოლო დღემდე ეგონა, რომ ბიძინა მას რამეს უთანხმებდა?! 

 და თან მიამიტი არ მეგონა ჩემი თავიო. როდის მიხვდებიან მონები, რომ მონები არიან და არა პარტნიორები? აესე 7 წელი სიცრუეში როგორ უნდა იცხოვრო და გეგონოს, რომ ვინმე რამეს რეალურად გეკითხება? ვახ!
აი, კიდე თუ ვინმე დარჩა ოცნების ილუზიაში, გიმეორებთ, თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ, თქვენ ხართ მარიონეტები და მონები. რაც მალე შეიგნებთ, მით უფრო ნაკლები სისულელე დაგემართებათ. ამათ მგონი, მართლა ჰგონიათ, რომ რამე პიროვნული ზიზღი გვამოძრავებს და იმიტო ვეძახით მონებს.

„როგორც კი არჩევნები ჩატარდება, კიდევ უფრო დამძიმდება პროცესები. იმიტომ, რომ, როგორც კი არჩევნები ჩატარდება, ძალაში შევა პროპორციული სისტემა. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც დარჩება თამაშს მიღმა, ან პარლამენტში არაპროპორციულად იქნება წარმოდგენილი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გამოიწვიოს ვადამდელი არჩევნები. მუდმივად ამ რყევებში ვიქნებით ჩვენ, წლების განმავლობაში. ამიტომ ეს რყევები გავლენას ახდენს იმაზე, ლარის კურსი რამდენი იქნება, ვალუტა როგორია, ეკონომიკა, როგორ მიდის, სამუშაო ადგილები, როგორი იქნება, ჯანდაცვა, როგორია და ა.შ.“ – ამბობს ჩუგოშვილი „ტვ პირველის” ეთერში.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ამბობს, რომ დარწმუნებული იყო, პარლამენტი 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას მხარს დაუჭერდა.

„არ მეგონა მიამიტი თუ ვიყავი, მაგრამ ბოლო წამამდე ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს ცვლილება გავიდოდა. იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ, როდესაც ტაბლოზე კენჭისყრის შედეგები დაიწერა, რაღაც დროის განმავლობაში მეგონა, შეცდომა იყო. მეგონა, რომ ხელახალი კენჭისყრა ჩატარდებოდა. უბრალოდ ვერ ვიჯერებდი ამას.

ამ თემაზე ჩატარდა უმრავლესობის ორი სხდომა. ორივე სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა პოზიცია, რომ პირობა გვაქვს დადებული და ის უნდა შესრულდეს. მე უბრალოდ ვერ დავუშვი, რომ მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლებოდა ასეთი შედეგი დამდგარიყო“, – თქვა თამარ ჩუგოშვილი

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარია
"ოცნების" დეპუტატის შეურაცხყოფა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს: "მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები"
"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი