როდის დავამარცხებთ კორონავირუსს – მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი

კორონა

კორონავირუსი ძაალიან სწრაფად ვრცელდება მსოფლიოში, სანამ მსოფლიო მისი განადგურების გზებს ეძებს ხალხი პანიკაში ვარდება, ადამიანს რაც უფრო მეტად ეშინია, მით მეტია დაინფიცირების რისკი, ამიტომ პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ, რათა ინფექციის შეჭრის რისიკები მინიმუმადე დავიყვანოთ.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ასტროლოგიური გათვლებით კორონავირუსი მარტის ბოლომდე გასტანს, თუმცა, ამას საქართველოში ეპიდემიის სახე არ მიეცემა.

“კორონავირუსი სადღაც მარტის ბოლომდე გაგრძელდება, მაგრამ ესეთი პანიკაც არაა სჭირო, იმიტომ, რომ პანიკის დროს ვირუსებს უფრო მეტად ვიზიდავთ, ვირუსებს თავისი ენერგია აქვთ, ადამიანს, რომელსაც მეტად ეშინია, ასეთი რამ უფრო მეტად ემართება, მისი აურა და ბიოველი ძალიან სუსტია, ამ დროს კი ნებისმიერი ინფექციის შეჭრა ძალიან ადვილია.

ამიტომაც ზედმეტი პანიკა საჭირო არაა, მაგრამ, პრევენცია აუცილებელია, დაწყებული პირბადედან, მაღალი ტემპერატურით დამთავრებული, კორონავირუსს მაღალი ტემპერატურა არ უყვარს, რაც უფრო მეტად ცხელ საკვებს მიიღებთ და თბილ ვითარებაში იქნებით, მაგალითად თუ სახლში 25-26 გრადუსი ტემპერატურა გაქვთ, ვირუსს მით უფრო მეტად უჭირს ადამიანში შემოსვლა და განვითარება.

ბოლომდე ეს ვირუსი ჯერ კიდევ შესწავლილი არაა, ამიტომ ჯერ კიდევ ბევრი საკითხებია,რომელიც ჩვენ ბოლომდე არ ვიცით, მაგრამ რაც შესწავლილი და გადმოცემულია იქიდან გამომდინარე, ვიცით ის, რომ მას სწორედ ეს მაღალი ტემპერატურები არ უყვარს და პლიუს ამას აუცილებელია სისუფთავე, ხელის დაბანა, და ა.შ.

მთავრობის მხრიდან ირანთან მიმართებაში დროული რეაგირება იყო საჭირო, რადგან ჩინეთის მერე სიტუაცია ირანში გართულდა, ამიტომ ამ ქვეყანასთან საზღვრები და ყველა სახის მიმოსვლები განსაკუთრებული კონტროლქვეშ უნდა აეყვანათ, ეს პროცესი ცოტა დაგვიანდა. ახლა პრევენცია მაქსიმალურად უნდა დავიცვათ, მედიცინის მუშაკებმა კი უცხოელ კოლეგებთან ერთად რაც საჭიროა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად შევაჩეროთ”- ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასტროლოგი ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოში არ იქნება ისეთი სიკვდილიანობა, როგორც ჩინეთში ან ირანში.

ცაგარელი მიიჩნევს, რომ გრიპების სახეობები სპეცლაბორატორიების და სპეცჯგუფების სპეციალური ნამუშევარია, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლე არ აღელვებთ.

“ასეთი ვირუსები ყოველ წელსაა, უბრალოდ სხვადასხვა ფორმით ხდება ხოლმე, ჩვენ თვალებს ნუ დავხუჭავთ იმაზე, რაც ვირუსების დროს ხდება ხოლმე, ფაქტიურად ესაა სამუშაო, რომელსაც ატარებენ, მათ შორის ბიოლოგიური ომის კუთხით, სპეცჯგუფების სპეცლაბორატორიები და რეალურად მათ აინტერესებს თუ რას იზამს საზოგადოება, აქ ერთმანეთს სხვადასხვა კლანური ინტერესები ერწყმის, მაგალითად, ამ ვირუსიების ფონზე ჩინეთმა ეკონომიკის კუთხით ძალიან დიდი სარგებელი მიიღო.

ჩვენ არ ვიცით მათ რა აწყობდათ, ეს სპეციალურად გაკეთებულია თუ არა, მაგრამ გრიპების სახეობები სპეცლაბორატორიების და სპეცჯგუფების სპეციალური ნამუშევარია, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლე არ აღელვებთ, აინტერესებთ მათი ნამუშევარი როგორ გამოვლინდება, რა სახის ბიოლოგიურ იარაღად შეიძლება გამოვლინდეს , ვირუსი რამდენ ხანში შეიძლება რომ განვითარდეს და რამდენი ხალხი შეიძლება დახოცოს,

სამწუხაროდ ასეთი ბიოლოგიური ომი მიმდინარეობს. ჩვენ თვალს ამაზე ვერ დავხუჭავთ ესეც ერთ-ერთი ამ ბიოლოგიური ომის გადმონაშთია. მარტო იმას ნუ დავაბრალებთ, რომ იქ რაღაც ცხოველებიდან წამოვიდა, და ა.შ. ყველამ კარგად იცის და მათ შორის ექიმებმა თუ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო სტრუქტურებში სპეცჯგუფები და სპეცლაბორატორიები რა ბიოლოგიურ ომს ეწევიან და ძალიან კარგად იციან რისთვის აკეთებენ ამას”- თქვა ასტროლოგმა.

ასევე ცაგარელმა ზოდიაქოს ნიშნებზეც ისაუბრა, რომელი ზოდიაქო როგორ გადაიტანს ამ ვირუსს –  “ახლა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ვერძი, იმიტომ რომ, ორგანიზმის იმუნიტეტი დაბალი აქვს, ამიტომ ვერძის ზოდიაქოსთვის ინფექციური დაავადების ტენდენცია საკმაოდ მაღალია და საკუთარ თავს მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეს, შემდეგ იმუნიტეტის დაბალი კუთხით მერწყულები მოდიან, ასევე დაბალი იმუნიტეტი აქვთ სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს და ტყუპებს, ასევე, ლომს, ამ ნიშნებს ამ კუთხით მეტი ყურადრება მართებთ”- განაცხადა ცაგარელმა “რეზონანსთან” საუბრისას.

წყარო

loading...

პოპულარული

სოფო ბედია, მისი ქმარი, ნინი ქარსელაძე, თემურ თათარაშვილი და სხვა ცნობილი მომღერლები COVID-19-ის წინააღმდეგ ამღერდნენ - ახალი კლიპი, რომელმაც ყველა გაამხიარულა
"ეს არის ქურდობა"- გახმაურებული კლიპის ავტორებს, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ​
ქართული წარმოების როგორ პირბადეს გვპირდებოდა ეკონომიკის მინისტრი და როგორი მივიღეთ
"საქართველოს უძველეს ეკლესიას ილია მეორე ავტორიტარულად განაგებს, მოგმართავთ თხოვნით, გავლენა მოახდინოთ საქართველოს ეკლესიაზე" - ქართველმა თეოლოგებმა მსოფლიოს პატრიარქებს დახმარების თხოვნით მიმართეს
დაწერე კომენტარი