როდის დაამარცხებს კაცობრიობა სიმსივნეს და სიბერეს

კომპანია Genome Project-ის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ 10 წლის შემდეგ შესაძლებელი იქნება შეიქმნას ისეთი უჯრედები, რომელთაც ექნებათ იმუნიტეტი სიმსივნის, დაბერების, ვირუსების, რადიაციისა და გაყინვისაგან.

ამ დასკვნამდე მეცნიერები ნაწლავური ჩხირის ბაქტერიის უჯრედზე ჩატარებული ცდების შემდეგ მივიდნენ. მათი განცხადებით, ბაქტერიის გენომს 321 ცვლილება ჩაუტარდა, რის შემდეგდაც იგი ვირუსების მიმართ მდგრადი გახდა. თუმცა, ექიმები აცხადებენ, რომ მცენარის ან ძუძუმწუბრევის გენომის “გადაპროგრამირებას” დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება.

“მაგალითად ადამიანის გენომის თითოეული ცილოვანი უჯრედის გადაპროგრამირებას 400 000 ცვლილება სჭირდება,” – განაცხადა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორმა ჯორჯ ჩერჩმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის 20 000 გენიდან აუცილებელია ზედმეტი კოდონების (გენეტიკური კოდის ერთეული) მოშორება.

ამასთან, მეცნიერები აცხადებენ, რომ ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, სასურველი შედეგის მიღწევა უკვე 10 წლის შემდეგაა შესაძლებელი. ადამიანის გენები შეიძლება იმდაგვარად შეიცვალოს, რომ შემცირდეს კიბოთი დაავადების რისკები, ადამიანები გახდნენ არააღქმადები დაბერების პროცესისა და სიცივის მიმართ.

loading…

პოპულარული

"ვინ მოგცათ უფლება მ.კ.-ს გამოუტანოთ მსჯავრი? - ბესელია ომბუდსმენს და უმცირესობას
22 სექტემბრის ასტროლოგიური პრონოზი
საზარელი ავარია გორში - გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი
„ვინ დაწერა ვერ ვიცანი... შიომაც მერე გაიგო... შორენას ტექსტს არა ჰგავს“- ვინ დაწერა განცხადება ილია II-ის სახელით (ვიდეო)
დაწერე კომენტარი