„როდესაც შევიტყვე თამუნას დაკარგვის შესახებ, ჩემი ძალებით გავემართე ხაიშის მიმართულებით“ – ბაჩალიაშვილის საქმის ახალმა ფიგურანტმა შსს დატოვა

მიშო

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალმა ფიგურანტმა, მიშო იაკობიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. იაკობიძის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია საზოგადოებისთვის ბაჩალიაშვილის „შეყვარებულად“ გაცნობილმა ბაჩანა ლობჟანიძემ მიაწოდა.

„ორშაბათს, როდესაც მე შევიტყვე თამუნას დაკარგვის შესახებ, ჩემი ძალებით გავემართე ხაიშის მიმართულებით, იქ სადაც კამერა ფიქსირდებოდა. სოციალური ქსელიდან შევიტყვე და შესაბამისად, გავემართე იმ მიმართულებით, საეჭვო ვერაფერი ვნახე. იმავე დღეს დავბრუნდი უკან. მეორე დღეს გავემართე გოლთეთის მიმართულებით, იქაც ვეძებდი, ვერაფერი ვერ ვნახე საეჭვო“, – ამბობს იაკობიძე. 

დაწერე კომენტარი