„როდესაც გორში ჩავედი, როდესაც დავინახე მავთულხლართები, ჩემზე ამან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა” – გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც სამი პანელია დაგეგმილი. ერთ-ერთ მათგანზე, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა ვლადიმერ პუტინის განცხადებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც ის გორში იმყოფებოდა, მავთულხლართების ნახვამ მასზე ძალიან იმოქმედა. როთი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა შეასრულოს აქტიური როლი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში.

„როდესაც გორში ჩავედი, როდესაც დავინახე მავთულხლართები, ღობეები, მცოცავი ოკუპაციის რეალობა და აგრესია, ჩემზე ამან ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. თუ ვლადიმერ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, რა მოხდა 1991 წელს, როდესაც  განისაზღვრა საზღვრები და ისინი აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც მოხდა მერე უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა უნდა შევასრულოთ აქტიური როლი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისათვის. საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ იტანს ის ხიდები, რომლებიც ამდენი შრომით აიგო სხვადასხვა ქვეყანას შორის,“ – განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა.

კონფერენციაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირე ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ფიშერმა. მისი თქმით, დიდი შეცდომა იყო რუსეთის ისევ დაბრუნება ევროპის საბჭოში. 

„საკითხი, რომელზეც მიმდინარეობდა მსჯელობა ევროპის საბჭოში, რამაც გაუხსნა კარი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ბევრი ქვეყანა ისეთი, როგორიც  უკრაინა და საქართველოა, ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სოლიდარობა, რომელიც უნდა გამოვიჩინოთ ევროპის საბჭოში, არის, ის რომ ჩვენ, წევრმა ქვეყნებმა ერთად უნდა ვიმოქმედოთ. ერთად უნდა შევუწყოთ ხელი სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას. ჩვენ კი სოლიდარობა ვერ გამოვიჩინეთ. ჩეხეთი, უკრაინა და საქართველო სულ სხვა მოსაზრებისა იყო და ძალიან დიდი შეცდომა იყო რუსეთის ისევ დაბრუნება ევროპის საბჭოში,“ – განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ფიშერმა.

პოპულარული

„ადეიშვილი მომიცუცქდა, ყურში მეუბნება - შენ ეცეკვე ჩემს მაგივრად... ყველაფერს გაპატიებო...“ - კობა სუბელიანი ადეიშვილის „ბოლო ქორწილის“ ამბავს იხსენებს
პრეზიდენტის მორიგი სკანდალი: სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად ნარკორეალიზატორი შეიწყალა
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი