როგორ უნდა მორთოთ ნაძვის ხე თუ გინდათ რომ სიყვარულში გაგიმართლოთ?

ეკა

ფენშუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია საზოგადოებას ნაძვის ხის მორთვასთან დაკავშირებით რამდენიმე რჩევას აძლევს:

ნაძვის ხის მორთვა

ნაძვის ხე უნდა იყოს თეთრი ან ვერცხლისფერი. უნდა მოირთოს თეთრი, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი ბურთებით, იკრძალება ცხოველების გამოსახულების სათამაშოები, უნდა გამოვიყენოთ ვერცხლისფერი და თეთრი წვიმა, დასაოჯახებელმა ადამიანებმა უნდა ჩაიფიქრონ სურვილი და ნაძვის ხეზე დაკიდონ საკუთარი ხელით გაკეთებული თეთრი ქაღალდისგან გამოჭრილი გული, რომელსაც მოათავსებენ წითელ ქისაში. თუ გყავთ სასურველი ობიექტი შეგიძლიათ დააწეროთ მისი და თქვენი სახელი. თუ არ გყავთ ობიექტი დააწერეთ რომ თქვენ ხართ შეყვარებული.

ნაძვის ხის თავზე აუცილებელია დამაგრდეს ეგრეთწოდებული “მაკუშკა” და აუცილებელია ნაძვის ხე მოირთოს ციმციმებით.

საჩუქრები

ვირთხას უყვარს ყველაფერი რისი გამოყენებაც შეიძლება, ანუ პრაქტიკული თუნდაც საყოფაცხოვრებო ნივთები. ვერცხლის საყურეები და ბეჭედი ან კულონი სასურველია მონეტებით.

მეკვლე

მეკვლე 12 საათზე შემოდის ოჯახში მოაქვს სინზე დაწყობილი წყვილი რაოდენობის კაკალი, ყველის პატარა ნაჭრები იმდენი ცალი რამდენი ოჯახის წევრიც ხართ, მეკვლის მიერ მოწოდებული ყველის ნაჭრები უნდა მიირთვათ ახალი წლის ღამეს. მისი გადაგდება არ შეიძლება. ასევე 2 მანდარინი ან ფორთოხალი და ბარაქის სიმბოლო კოვზი. რა თქმა უნდა ტკბილეული.

P.S. წელს კოვზი საუკეთესო ბარაქის მომტანი თილისმაა.

პოპულარული

როგორ იქცევიან სახალხო დამცველის თანამშრომლები ციხეში - წულუკიანი ვიდეო მასალას ავრცელებს
"ეს ტიპი წერს ჩემს 11 წლის შვილს, ფოტოს გამოგზავნას სთხოვს და სექსზე ებაზრება, მაპოვნინეთ რა"- გიორგი გვარჯალაძე საზოგადოებას მიმართავს
სად მიდის წულუკიანი - მინისტრის განცხადება
თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს - სულ რამდენიმე თვე დარჩა ჩემი და ჩემი გუნდის იუსტიციის სამინისტროში ყოფნისა
დაწერე კომენტარი