როგორ სამკაულებს ატარებს მუსლიმანური სამყაროს ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ქალი? (ფოტო)

ნავთობით მდიდარი ყატარის ყოფილი ემირის საყვარელი ცოლი შეიხა მოზა მსოფლიოში ცნობილია, როგორც მუსლიმანური სამყაროს ყველაზე ლამაზი, მდიდარი, მოდური და გავლენიანი ქალი. 


შვიდი შვილის დედამ მოახერხა შეენარჩუნებინა ელეგანტურობა და შესანიშნავი ფიგურა და და თავის ქვეყანაში მოდის კანონმდენლად ქცეულიყო. მოზამ შეძლო დაენგრია არაბული სამყაროს სტერეოტიპები და შეექმნა საკუთარი სტილი, რომელშიც ელეგანტური ევროპული და აღმოსავლური ტრადიციები ორგანულად არის შეხამებული. 


უმდიდრესი ქალბატონი უპირატესობას ყველაზე ძვირადღირებულ ევროპულ ბრენდებს ანიჭებს და ტრადიციულ თავსბურავებს წარმატებულად ახამებს ექსკლუზიურ ძვირფასეულობასთან.
ოფიცილური შეხვედრებისთვის შეიხი მოზა უპირატესობას ერთი ტონალობის კაბებს ან გრძელ, ფართო შარვლებს ანიჭებს. აღმოსავლური ტრადიციის თანახმად, ქალბატონს ყოველთვის თავსაბურავი ახურავს, რომელიც უმეტესად, კარტიეს ბროშებითაა შემკული (თეთრი ოქრო, ბრილიანტი, კვარცი)
ფინანსები მოზას საშუალებას აძლევს თავიდან ფეხებამდე ბრილიანტებით მორთული სამოსი ჩაიცვას, თუმცა ყოველთვის ერთ და შესამჩნევ სამკაულს ატარებს. ეს შეიძლება გრძელი, ნატიფი საყურე, კოლიე, გულსაბნევი ან მასიური ბეჭედი იყოს. 


შეიხი მოზას საყვარელი სამკაულების რიცხვს მიეკუთვნება 
David Webb-ის ბრილიანტის საყურე შავი ემალით, ოქროთი და პლატინით, რომელიც 1974 წელს, არტ-დეკორის სტილში შეიქმნა. Van Cleef & Arpel-ის ბრილიანტის გულსაბნევი – გაშლილი ვარდი, David Webb-ის ოქროს კომპლექტი და ა.შ.


ოფიციალური შეხვედრებისთვის შეიხა მოზა ძირითადად, მარგალიტის სამკაულს არჩევს. ეს შეიძლება მარგალიტის ერთი ასხმა იყოს ან მრავალფეროვანი სამკაული. აღმოსავლელ ლამაზმანს განსაკუთრებით კარტიეს სამკაულები უყვარს და მათ შესაძენად ფული არ ენანება.


1998 წელს კარტიეს საიუველირო სახლმა გასაყიდად გამოიტანა უნიკალური პლატინის კოლიე 
Eternity ორი უზარმაზარი ხურმუხტის თვლით და უამრავი ბრილიანტით. 2010 წელს კოლიე მოზამ შეიძინა, თუმცა მისი თხოვნით, კოლიედან წვრილი ბრილიანტები ამოიღეს, ხოლო დიდი ზურმუხტები ასეთივე ზომის ბრილიანტებით ჩაანაცვლეს. შეიხა მოზა Cartier-ს კოლექციის „Panthère“ -ის მფლობელიც გახლავთ, რომელშიც შედის ორი კოლიე, საყურეები და სამაჯური. კოლექცია დამზადებულია თეთრი ოქროს, ბრილიანტების, ონიქსისა და ზურმუხტებისგან.  შეიხას კოლექციის ყველაზე ძვირადღირებული სამკაული სმაჯური გახლავთ, რომელიც აღმოსავლელმა ლამაზმანმა 2010 წელს სოტბის აუქციონზე შეიძინა. მანამდე სამაჯურის მფლობელი ედუარდ VIII მეუღლე უოლის სიმპსონი გახლდათ. აუქციონზე შეიზას სამაჯურის შესაძენად ფანტასტიკური თანხის – თითქმის 7 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია.

სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნებ­ში მოზა ერ­თდრო­­ლად გა­ღი­ზი­­ნე­ბა­სა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს.მო­ნარ­ქე­ბის არ­ცერ­თი ცოლი არ ჩნდე­ბა პუბ­ლი­კის წი­ნა­შე ისე­თი სიხ­ში­რითრო­გორც შე­­ხა მოზა.პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენრომ შე­­ხამ ყა­ტარ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლოპატ­რი­არ­ქა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ფაქ­ტობ­რი­ვადმატ­რი­არ­ქა­ტი შექ­მნამას შემ­დეგრაც 2013 წელს მე­უღ­ლემ მმარ­თვე­ლო­ბავაჟს გა­დას­ცამოზა დღემ­დე ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ქა­ლად ით­ვლე­ბა ქვე­ყა­ნა­სა და მსოფ­ლი­­ში.

 

დაწერე კომენტარი