,,როგორ მოხვდნენ ტერორისტები თბილისში და რატომ არ ჰქონდა ინფორმაცია დაზვერვას?“ – კითხვები, რომელიც სპეცოპერაციას უკავშირდება

თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციას ეხმაურებიან ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები. ხატია დეკანოიძის განცხადებით, არსებობს კითხვები, რომელსაც ხელისუფლებამ პასუხები უნდა გასცეს.

შავი ჩაი ასკილით

,,საქართველოს ხელისუფლებამ სპეცოპერაციის დაწყებიდან მხოლოდ მე-20 საათზე გააკეთა განცხადება. მაშინ, როცა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გაიპარა შს მინისტრი, დაემალა ჟურნალისტებს პრემიერ-მინსიტრი, არ დაამშვიდა მოსახლეობა და არ გააკეთა განცხადება, ამ დროს გამოდის დევნილთა და განსახლების მინისტრი და აკეთებს განსხადებას იმის შესახებ თუ როგორ იდევნება საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

არსებობს კითხვები მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ, პირველ რიგში – რატომ არ მოხედრხდა ადამიანების დროული ევაკუაცია, რომლებიც მოხვდნენ ჯვარედინი სროლის ქვეშ? როგორ მოხდა, რომ თბილისის ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩნდნენ ტერორისტები, შეიტანეს იარაღი, გამაგრდნენ ისე, რომ 20-საათიანი წინააღმდეგობა გაუწიეს ჩვენს სამართალდამცავებს. რას აკეთებდა სპეციალური უსაფრთხოების სამსახური, რას აკეთებდა შს სამინსიტრო, რატომ არ ჰქონდა ინფორმაცია კრიმინალურ დაზვერვას? რატომ შეუშვეს ბავშვები საჯარო სკლაში და ბაღში და რატომ მოხერხდა მათი ევაკუაცია მხოლოდ რამდენიმე სათის შემდეგ? რატომ მივიდა შს მინისტრი 22 საათის შემდე და ზოგადად რატომ ჰგონია ჩვენს ხელისუფლებას, რომ ჩვენი საზოგადოება არ იმსახურებს პასუხებს იმ კითხვებზეე, რომელიც დაგროვდა დღევანდელი სპეცოპერაციის შემდეგ“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

loading…

პოპულარული

შანტაჟი სექსუალური ფოტო-ვიდეოებით - ოზურგეთში, 16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა
"ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ" - განო მელითაურის ემოციური პოსტი ზუზუს გარდაცვალებაზე
"თვითმკვლელთა უმეტესობა ეკლესიური იყო...რა ხდება მაშინ?! მოძღვრები ჟანდარმები არა, სულიერი მამები უნდა იყვნენ" - პეტრე კოლხი
ძლიერი სეტყვა, დატბორილი სახლები და განადგურებული ვენახები კახეთში - სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
დაწერე კომენტარი