როგორ ეხმაურება ერთი წლის წინანდელ ტრაგედიას ანი გაბეჩავა : „არ შემიძლია გადმოვცე, რასაც ახლა ვგრძნობ, საშინელებაა“

ანი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა, იმ საბედისწერო დღეზე დაღუპულის მეგობარი, ან გაბეჩავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ეს ის დღეა, როცა მისი ცხოვრება შეიცვალა.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, აგარაკზე სწორედ ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე იმყოფებოდა.

“ერთი წლის წინ ზუსტად ამ დღეს მთელი ჩემი ცხოვრება ერთ დღეში დაინგრა, 19 ივნისის ის საშინელი ღამე … ერთი წელი გავიდა გიორგი შაქარაშილის გარდაცვალებიდან…არ შემიძლია გადმოვცე, რასაც ახლა ვგრძნობ საშინელებაა.. Today is my birthday and I hate this day” – წერს ანი გაბეჩავა

გაბეჩავას დაბადების დღეს მეგობრები და ახლობლები ულოცავენ და წერენ, რომ დაბადების დღის გადახდა დანაშაული არ არის.

“ძალიან სამწუხაროა ჩემო გოგო, რომ შენ დაბადების დღეს ყოველთვის გავიხსენებთ იმ ავბედით ღამეს…” – წერს მეგობარი.

რეკლამა

დაწერე კომენტარი