როგორ დაესხა „იმედის“ ჯგუფს თავს ნარიმანის მრევლი – ვიდეო

ბერი ნიკოლოზის მიმდევრები „იმედის“ ჯგუფის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. კადრები „პალიტრავიდეოს“ ერთ-ერთმა მეზობელმა მიაწოდა.

„იმედის“ გადამღებ ჯგუფს საპატრიარქოს მიერ მღვდელმსახურებაშეჩერებული ბერი ნიკოლოზის ე.წ მრევლი ფიზიკურად გუშინ გაუსწორდა.

როგორც არხის ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური ყვება, ის და მისი ოპერატორი იმ დროს სცემეს, როცა „იმედის კვირისთვის“ რეპორტაჟს ამზადებდნენ.

„ისინი გვთხოვდნენ წავსულიყავით, ტერიტორია დაგვეტოვებინა. ერთ-ერთი ნასვამ მდგომარეობაში იყო. ამ კაცმა ჯერ ჩემს ოპერატორს ურტყა… შემდეგ მე შემომარტყა და ძირს დავვარდი. თავში საშინელი ტკივილი მაქვს“,-ამბობს ჟურნალისტი. ოპერატორის, კახა როინიშვილის თქმით კი, თავდამსხმელები მას თავში ურტყამდნენ.

„იმედის“ ინფორმაციითვე, ჟურნალისტი და ოპერატორი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს  საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები  დაუპირისპირდნენ“,- წერია შსს-ს განცხადებაში.


პოპულარული

"ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ჩემი ხათუნა" - ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ფოტო საავადმყოფოდან
“რა მოხდა რეალურად?- ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, მე და თიკა ჯამბურია…” – ია ტომაში დუმილს არღვევს
ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ეყოლება
"გახარიამ ბახტაძის კადრების წმენდა დაიწყო"- ოპოზიცია
დაწერე კომენტარი