“როგორ ახერხებს ეს ადამიანი ყველა დანარჩენი საქრისტიანოს მხარეს ტალახები ისროლოს…” – რუსუდან გოცირიძის პირველი კომენტარი პეტრე ცაავას ინტერვიუზე

სასულიერო პირი რუსუდან გოცირიძე პეტრე ცაავას ინტერვიუს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ფრთხილააად!!!! ე მანდ, ვინმეს საეკლესიო რეფორმა კარგი რამ არ ეგონოს…. შეცდომაში არავინ შევიდეეეს!!!!! 

ასეთ მძიმე საკითხებზე საუბრისას, თვითკრიტიკულობის პარალელურად როგორ ახერხებს ეს ადამიანი ყველა დანარჩენი საქრისტიანოს მხარეს ტალახები ისროლოს???? 

Update ინტერვიუსბოლოს…. თვითკრიტიკულობა არაფერ შუაში ყოფილა საერთოდ….

შემდეგ კი კომენტარებში წერს:

რეფორმაციას თავისი შეცოდებები ბევრი აქვს… ამაზე არაა საუბარი აქ. ჟურნალისტი სვამს კითხვას – რეფომას საჭიროებს თუ არა ეკლესია… და პასუხი არის კათოლიკური ეკლესიისა და პროტესტანტული ეკლესიების ლანძღვა…

 დიდი წარმოდგენები სინოდის შემდგომ გაკეთებული განცხადების მერე უკვე აღარ მქონდა, მაგრამ ამ ხანგრძლივი და ჩაღრმავებული ინტერვიუს მოსმენისას ფაქტობრივად სრულიად განმიქარდა მეუფე პეტრეს ანტირუსულობისა და ოპოზიციურობის იმიჯი…

დაწერე კომენტარი