როგორ აცხოვრებდა თეა სირაძეს მეუღლე ციხეში დედოფალივით და რატომ გამოეცალა მას მიწა ფეხქვეშ

წლის და სამი თვის გოგონა, სამი ბიჭი – სამის, ექვსისა და თოთხმეტის დედის გარეშე დარჩნენ, როცა ერთმა საშინელმა დღემ, ოთხი შვილის დედის – თეა სირაძის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და გისოსებს მიღმა აღმოაჩინა. ხუთი ინდოელის ცემისთვის საქართველოს კიკბოქსინგის ჩემპიონი თეა სირაძე დააპატიმრეს და 28 წელი მიუსაჯეს. 

შავი ჩაი ასკილით


თეა სირაძე: 
როცა ციხეში ხვდები, უპირველესად, აცნობიერებ, თუ რა უსუსური და დაუცველი ხარ. შიში გიპყრობს და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობ – როგორ გადაირჩინო თავი, როგორ გაიყვანო დრო, რით დასაქმდე. როცა ადამიანს რწმენა გაქვს, შინაგან ძალას უფალი გაძლევს. თავდაპირველად, საკანში რომ ადამიანი შემოვიდოდა და კითხვაზე: რაზე ზიხარო, პასუხობდა – მკვლელობაზეო, ტანში ჟრუანტელი მივლიდა და ვფიქრობდი, ვაიმე, ღმერთო, აქ რა მინდა-მეთქი?! რაც ყველაზე მთავარია, დაწესებულების დირექტორი, ქალბატონი ნესტან ვერულაშვილი ღვთისნიერი ადამიანი აღმოჩნდა. მან მე ძალიან ბევრჯერ მაჩუქა სიცოცხლე.  ის ყველას მრჩეველი იყო და ბატონი კახი კახიშვილის დახმარებით, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, შედარებით კარგად გვეგრძნო თავი.  როცა ადამიანი მსჯავრდებული ხდება, გარშემო ყველაფერი იმსხვრევა. ციხეში შესვლა ყველაზე იოლია, გამოსვლაა ძნელი. თავიდან 28 წელი მქონდა მისჯილი, მაგრამ თუ ბუნებით ძლიერი ხარ და ოჯახიც ძალას გაძლევს, ყველაფერს შეძლებ. სულ იმას ვფიქრობდი, მე ყველაზე კარგად უნდა ვიყო, იმიტომ რომ, ჩემს შვილებს ვჭირდები-მეთქი. მერე საკუთარ თავს ამზადებ იმისთვის, რომ, როცა გასვლის მომენტი დადგება, საზოგადოებასთან შესახვედრად მზად აღმოჩნდე. ის ადგილი ძალიან ბევრ რამეს გასწავლის, უპირველესად, ადამიანების გაცნობას. იქ ხვდები, რომ ცხოვრებაში მთავარი ადამიანობაა. ცდილობ, სულით არ დაეცე. ძალიან ბევრ უსამართლობას გადავაწყდით, მაგრამ საკუთარ თავს ვუმეორებდი, რომ ოდესმე თავისუფალი ვიქნებოდი და არ უნდა გავბოროტდე-მეთქი. შვიდი წლის შემდეგ, ბატონმა პრეზიდენტმა რომ შემიწყალა, იცით, როგორი უსუსური გავხდი?! თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. მინდოდა, მეყვირა, მიშველეთ-მეთქი. ეს ისეთი სიხარულია, როგორიც დაბადება. როცა გეუბნებიან, უკვე თავისუფალი ხარო, გონება გეთიშება და მერე, როცა ამას აანალიზებ, უცებ ხედავ ადამიანებს, რომლებიც იქ უნდა დატოვო. მე დაწესებულებიდან რამდენიმე თვის წინ გამოვედი, მაგრამ ძალიანაც რომ მინდოდეს, მათ თვალებს ვერასდროს დავივიწყებ. „მიშველე“ – ეს თხოვნა იკითხებოდა თითოეულ მათგანში და რამდენი დროც უნდა გავიდეს, ამას ჩემი გონებიდან ვერ ამოვშლი. როცა გისოსებიან კარს გიღებენ და გარეთ გამოდიხარ, გიპყრობს შიში – როგორ მიგიღებს საზოგადოება. გათავისუფლების მომენტში ყველაზე მეტად სახლში მისვლის მეშინოდა. პატიმარი რომ ხდები და წლები საკანში გადის, თავისდაუნებურად, ოჯახის წევრებთან გაუცხოება ხდება – შვილთან, დედასთან, ქმართან. თვეში სამჯერ, ორი საათის განმავლობაში შვილების მხოლოდ მოსიყვარულებას ასწრებ, მაგრამ დრო აღარ გრჩება, ჰკითხო: დედა, კბილი რომ ამოგივიდა, რა იგრძენი? როგორი იყო პირველი ნაბიჯები და ასე შემდეგ. ორი საათი შვილს დედა ვერ აუნაზღაურებს. ბავშვები ძალიან დასტრესილები არიან. იქ მყოფ ძალიან ბევრ დედას თვეების შვილი ჰყავს დატოვებული. ბევრს შვილი მოუკვდა, ბევრს – დედა, დედმამიშვილი, მაგრამ მაშინ, როცა ოჯახს ყველაზე მეტად სჭირდები, შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. მე მთელი ცხოვრება ბატონი კახი კახიშვილის მადლობელი ვიქნები. მან მე – თეა სირაძეს – საშუალება მომცა, ბოლო წუთებში ჩემი და ცოცხალი მენახა. შემდეგ, დასაფლავებაზე მისვლის ნებაც დამრთეს. ამ სიკეთეს არასდროს დავივიწყებ. გათავისუფლების შემდეგ, სახლში რომ შემოვედი, დავინახე, რომ ჩემი შვილების თვალებში მზის სხივი ჩამქრალიყო. უსუსურები და ფრთებმოტეხილები დამხვდნენ. ჩვენი ჩახუტების შემდეგ, მათ თვალებში ცეცხლი ისევ ინთებოდა და მე ამას ვხედავდი – იმედი ბრუნდებოდა. ყველაზე მეტად მაშინ გავნადგურდი, როცა შვილებს შევეხე და მივხვდი, რას გრძნობდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში. როგორ ნატრობდნენ, რომ ეს მომენტი შეეგრძნოთ. არავინ იცის, ცხოვრებაში რა ელის. არავინ თქვას, მე ციხეში არასდროს წავალო. ეს დაგეგმილად არავის ცხოვრებაში არ ხდება. ამიტომ, სხვა არ უნდა განვიკითხოთ. ის თავის სასჯელს უკვე იხდის. თქვენ თუ გგონიათ, სასჯელი ციხეა, ძალიან ცდებით. სასჯელი ისაა, შვილებისგან მოწყვეტილს, ვაკუუმში რომ გიწევს ცხოვრება. იცით, ზონაზე ჰაერი არაა, იქ ძალით სუნთქავ, მარტო იმიტომ, რომ იარსებო. არ დაგავიწყდეთ, რომ იქიდან გამოსულ ძალიან ბევრ ადამიანს სახლ-კარი არ აქვს, შვილები ბავშვთა სახლში ჰყავთ. საარსებო წყარო არ აქვთ, არავინ ჰყავთ დამხმარე და საზოგადოებაც არაა მზად იმისთვის, რომ მსჯავრდებული მიიღოს. როცა ჩემს შვილებს თვალებში ჩავხედე და დავინახე, სინამდვილეში რა უნდათ მათ, მაშინ გადავწყვიტე, ჩამომეყალიბებინა არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩემს გოგონას თიბა ჰქვია. თიბა მზის სხივს, იმედს და პირველ ნაბიჯებს ნიშნავს. მე ახლა ზუსტად ამ ეტაპებს გავდივარ და ამიტომ გადავწყვიტე, ორგანიზაციისთვის ეს სახელი დამერქმია. მე მაქვს ძლიერი ოჯახი და მყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც ყველაფრის გადალახვაში დამეხმარნენ, მაგრამ ყველასთან ასე არ ხდება. თეა სირაძე არასდროს ყოფილა გარიყული და მე ამან გამაძლიერა. ეს ყველაფერი კი იმისთვის ჩამოვაყალიბე, რომ იმ მსჯავრდებულებს დავეხმარო, ვისაც ეს სჭირდება და მნიშვნელობა არ აქვს, ის ქალია თუ მამაკაცი. ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. მე მათთან ერთად ნახევარი ცხოვრება გავლიე. შვიდ თებერვალს მოეწყობა მათი ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხა მსჯავრდებულებსა და მათ ოჯახის წევრებს გადაერიცხებათ.
– გარდა რთული ემოციური მდგომარეობისა, ძალიან ბევრი რამის, გადატანა მოგიწევდათ ყოველდღიურობაშიც.
– წინა ხელისუფლების პირობებში როგორც ვიყავით, ის რომ მოვყვე, მთელი საქართველო იტირებს. ამიტომ, ადამიანები ძველსა და ახალს შორის განსხვავებას უნდა ხედავდნენ. როცა ადრე ტარაკნიან და თაგვის ცურცლიან საჭმელს გვაჭმევდნენ, დღეს კატლეტს ჭამენ მსჯავრდებულები. სამუშაოც აქვთ, სპორტული დარბაზიც და კიდევ ბევრი რამ. იმიტომ, რომ იქაურობას ადამიანები მართავენ. წინა ხელისუფლების დროს, ერთ ახალ წელს ისეთი სიმინდი მოგვიხარშეს, იმას თავმოყვარე ღორი არ შეჭამდა. თუმცა, გამორიცხული იყო პატრიარქს დავვიწყებოდით. ყოველ დღესასწაულზე გვიგზავნიდა საჩუქრებს და მისი კურთხევით გადავიტანეთ ის ჯოჯოხეთი. ძალიან ვთხოვ ყველას, როცა მსჯავრდებულზე, თუნდაც მკვლელობის მუხლითაა საუბარი, ნუ იქნებით დაუნდობლები. როცა ტელევიზიიდან ჟურნალისტი მასზე  საუბრობს, იფიქროს იმაზეც, რომ მის უკან შვილი და ოჯახია. სათუთად მოექცნენ ამ საკითხს, რადგან ბავშვებს ფსიქიკას ურღვევენ, რისი უფლებაც არავის აქვს. ის ადამიანი თავის სასჯელს ისედაც იხდის და მისი განკითხვის უფლება არავის აქვს.
– აუცილებლად უნდა გკითხო მეუღლეზე, რომელსაც  ასეთ მძიმე დროს არ მიუტოვებიხარ, თუმცა, ასეთი რამ ხშირად ხდება ხოლმე.
– ყველაზე მაგარი ქმარი მყავს. ცოლს რომ შვიდი წელი ელოდები და გაჭირვებაში არ მიატოვებ, ზოგიერთი ნაძირალა კაცივით – ცოლი ციხეში მოხვდაო და გაიქცევიან, ან სხვა ცოლი მოჰყავთ, ან კიდევ რას აკეთებენ… მათგან განსხვავებით, ჩემი ქმარი შვიდი წელი ციხეში დედოფალივით მაცხოვრებდა. ჩემთვის არაფერი მოუკლია. შვილები ისეთი დაზრდილები დამახავედრა, რომ მე დღეს ამაყი ვარ და ამით ისეთი ძალა მომცა, ქვას და რკინას დავამტვრევ.
– თეა, ყოველთვის ასეთი ძლიერი იყავით თუ იქაურობამ გაქციათ ასეთად?
– მე ყოველთვის ასეთი ძლიერი ვიყავი. ახალი შემოსულები გაოცებულები მეკითხებოდნენ, მართლა შვიდი წელია, ზიხარ, ახალი მოსული მეგონეო. იმიტომ რომ, ყოველთვის მხიარული ვიყავი. გამუდმებით ვუმეორებდი საკუთარ თავს, რომ არ უნდა გავბოროტებულიყავი.ვფიქრობდი, რომ იქ მოხვედრით ჩემთვის უფალს რაღაცის დანახვება უნდოდა. გარეთ, შეიძლება, მიმდობი და კეთილი ვიყავი, მაგრამ რაღაც შეცდომას ვუშვებდი, რასაც ვერ ვამჩნევდი. იქ ამის გასაცნობიერებლად მოვხვდი. 28 წელი რომ გამომიცხადეს და სასამართლოს სარდაფში ჩამიყვანეს, სიცილით ვკვდებოდი. მსჯავრდებულები გაგიჟდნენ. აა, ეტყობა, ცოტა მოგცეს თუ გიშვებენო. როცა გაიგეს, 28 წელი მომისაჯეს, შეეშინდათ, ეს გოგო ჭკუიდან ხომ არ გადავიდაო. ვუპასუხე, მე 28 წელი არ ვიჯდები და მეცინება, იცით, რაზე? პროკურორი რომ ამაშია დარწმუნებული-მეთქი. როცა ადამიანს რწმენა გაქვს, ყველაზე ძლიერი ხარ და მართლაც ასე მოხდა. დაჭერიდან ოთხი წლის შემდეგ, ძალიან ხშირად ვუმეორებდი გოგოებს, არ ინერვიულოთ, ძალიან მალე რაღაც მოხდება-მეთქი და მართლაც, ძალიან მალე მოხდა ამნისტია და მოიხსნა შეკრებითობა. შვიდი წლის განმავლობაში შვილების ფოტოები მქონდა თავთან გაკრული, მაგრამ სასოწარკვეთას არ მივცემივარ. რა გაუხარდებათ ჩემს შვილებს, ციხიდან გამოსული ძლიერი დედის ნახვა თუ დაჩაჩანაკებული და გაუბედურებული – მოსავლელი ქალის?! ჩემს თავს შემოვუძახე, რომ მე შვილებისთვის მაგალითი ვყოფილიყავი და ამას მივაღწიე. ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად მინდა, პატრიარქის კურთხევაა. ამაზე მეტად არაფერს ვნატრობ. არ შევაწუხებ, სიტყვასაც ნუ მეტყვის, მხოლოდ ხელი დამადოს და ჩათვალეთ, თუ ოთხმოცი წელი მიწერია სიცოცხლე, ას ოცი ვიცოცხლებ. 

loading…
იტვირთება…

პოპულარული

თბილისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტი ტაქსმა შავი ზღვის ნაცვლად თბილისის ზღვაზე დატოვა და 200 დოლარი გამოსძალა
„რა გაცინებს, ვერ გავიგე, გესვრი ახლა ამას!“ - გურანდა გაბუნია ნანიკო ხაზარაძეს პირდაპირ ეთერში ემუქრება (ვიდეო)
საშინელი კადრები - ავტობუსმა სკოლის მოსწავლეები გაჭყლიტა
"კალანდია სარალიძეს აკავებდა, რა დროსაც მას დანას ურტყამდნენ - ეს თანამონაწილეობა არაა?"
დაწერე კომენტარი