“როგორც ჩანს მასიურად ემზადებიან დიდი სპეცოპერაციისთვის” – სანდრა რულოვსი დიპლომატებს ხვდება

სანდრა რულოვსი

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციისა და “ევროპული საქართველოს” წევრები ამ წუთებში დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრას ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ესწრება. სანდრა რულოვსმა დიპლომატებს პირადად წარუდგინა გუშინ განხორციელებული ძალადობის ამსახველი კადრები.

„ზუგდიდში ძალიან დაიძაბა სიტუაცია, თქვენ თვითონ ნახეთ რა ხდებოდა გუშინ საღამოს, მაგრამ ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით საელჩოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დღეს.

“ყოველ ნაბიჯზე პროვოკაციები გვაქვს, ზონდერები დაგვდევენ არის დედის გინება, უხეში ქცევა, გუშინ ფიზიკურზეც გადავიდნენ, ამის დამადასტურებელი ვიზუალური მასალაც გვაქვს, როგორც ჩანს მასიურად ემზადებიან დიდი სპეცოპერაციისთვის. ჩვენ ვითხოვთ ზუგდიდის ცესკო-ს თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომას. იმიტომ რომ ძალიან უხეშად დაირღვა, რომ არჩევნებამდე 5 დღით ადრე სამაგიდო სიები იყო გადაცემული საუბნო კომისიებისთვის. ეს რა თქმა უნდა, უნდა იყოს დალუქული, უნდა იყოს ბოლო წუთში გადაცემული და ეს სიები არ უნდა იყოს იმის ბერკეტი, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლა მოახდინონ,“-ამბობს სანდრა რულოვსი.

პოპულარული

"კონცერტის დროს მომღერალთან კულისებში სექსი მქონდა, ამის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ავთო აბესლამიძე
"არ იცოდა რა ასაკის იყო, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარ და თუ არ წამიყვან, თავს მოვიკლავო - მიხეილ დვალიშვილის ახლობლები ახალგაზრდების ქორწინების დეტალებზე საუბრობენ
"ბატონო გიორგი მე თაზო მქვია, 9 წლის არ ვარ, მაგრამ..." - ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილი გიორგი გახარიას
აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ
დაწერე კომენტარი