როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი

წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,2 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დაბლობში +10, +15°; მთაში +6, +11°; მაღალმთაში 0, +5°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილის საათებში ზოგან წვიმა, მაღალმთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +10, +15°; მთაში +5, +10°; მაღალმთაში 0, +5°.

თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: +12°.

3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -6, -1°, დღისით +3, +8°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°,ზოგან -3°-მდე, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -7,-2°, დღისით 0, +5°,ზოგან +9°-მდე.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მოიმატებს. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3°, დღისით +12°.

დაწერე კომენტარი