როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 ოქტომბრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოშიც უნალექო ამინდს ელიან, ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსამდე გათბება. 

დღეს, 16 ოქტომბერს კი, ჰაერის ტემპერატურა თბილისში 9 გრადუსი იქნება. 

დაწერე კომენტარი