როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებშ საქართველოში

ტემპერატურა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

16-17 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 14-15 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16 იანვარს მოიღრუბლება, აცივდება, ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება. 16 იანვარს კი ცივი, ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელია. შესაძლოა, მცირე თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს.

პოპულარული

ჩინეთმა კორონავირუსთან საბრძოლველად 1000 საწოლიანი საავადმყოფო 48 საათში ააგო
სექსუალური ძალადობის შემდეგ, შშმ პირი 65 წლის კაცისგან დაორსულდა - რა წერია ზუგდიდში 22 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეში
ჩინელმა მკვლევარებმა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინა შექმნეს
"ხელი ჩაწიე, უზნეო ხალხი ხართ" - ლაჩარი ხარ!"- დაპირისპირება მდინარაძე-ბოკუჩავას შორის (ვიდეო)
დაწერე კომენტარი