ხმაური და დაპირისპირება რობაქიძის საქმეზე (ვიდეო)

საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის განხილვას ხმაური მოჰყვა. მოწმემ, პატრულის ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა ვერ გაიხსენა, თუ ვისგან მიიღო მითითება, რომ პატაკში ორმხრივი სროლის შესახებ ჩაეწერა. ამ განცხადებამ გამოიწვია გარდაცვლილი რობაქიძის მამის აღშფოთება. სოსო რობაქიძემ მოწმეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოსამართლემ რობაქიძის მამას სასამართლო დარბაზი დაატოვებინა.

მოწმემ ბაშალეიშვილმა განაცხადა, რომ პატაკში არასწორი ინფორმაცია დაწერა, თითქოს სროლა იყო ორმხრივი. სწორედ ამ ჩვენებას მოჰყვა ხმაური.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულები არიან ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, დავით იაშვილი და ძებნილი ზაზა ბაქრაძე. კიდევ ერთი ბრალდებული ალექსანდრე გვაზავა გარდაიცვალა. ცალკე წარმოებად გამოიყო მაიზერ ლიპარტელიანის საქმე, რომელმაც სხვადასხვა დროს გამოძიებას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები მეხუთე წელია მიმდინარეობს. პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურა მიქაძეს წაუყენა.

loading…

პოპულარული

ერთ კვირაში გაზი გაძვირდება!
„ამის გამკეთებელი არის ნაძირალა“ - გორში ფერმერს ვაშლის 128 ხე მოუჩეხეს (ფოტოები)
„ბოლო წლებმა დამარწმუნა, რომ ადამიანს ადამიანისთვის არათუ ტალახის სროლა, პირდაპირი გაგებით ხორცის გლეჯვაც შეუძლია“ - პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს
"ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოულოდნელი შედეგით დასრულდა - ვინ გავარდა შოუდან (ვიდეო)
დაწერე კომენტარი