რის საფუძველზე შეიწყალეს ამჟამად 25 წლის გოგო მკვლელობაში ბრალდებული – რას აცხადებენ შეწყალების კომისიის ყოფილი წევრები

რის საფუძველზე მოხდა 25 წლის გოგო მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შეწყალება 2017 წელს, შეწყალების კომისიის მიერ, რომელიც ოჯახური ძალადობის ბრალდებით 2015 წელს იყო დაკავებული.

შავი ჩაი ასკილით

კომისიის მაშინდელი წევრები ამბობენ, რომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულბზე შეწყალება არ ვრცელდება და დადებითი რეკომენდაცია არ გაიცემა, თუმცა რამდენიმე წევრი გამონაკლისზე საუბრობს. ზაზა ფირალიშვილი ტვ ,,პირველთან“ საუბრისას არ გამორცხავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე განცხადება დაეწერა ოჯახის დაზარალებულ წევრს და ამის საფუძველზე გაცემულიყო დადებითი შეფასება ვეფხია ბაქრაძეზე

„არ მახსენდება პრეზედენტი რომ ოჯახური ძალადობისთვის მიგევცა შეწყალება. შეღავათს რაც შეეხება, შეიძლება მძიმე ვადმყოფი იყოს ბრალდებულის, ან თუ ოჯახის წევრის განცხადებაა შემოსული ეს იმოქმედებს, თუმცა სხვადასხვა დანაშაულის დროს ესეც არ მოქმედებს. არ გამოვრიცხავ ოჯახის წევრის განცხადებასაც და იმასაც რომ დაზარალებულის პოზიცია ყოფილიყო დაფიქსირებული იმ განცხადებაში, რომელიც ჩვენ მოგვაწეოდეს, რომ ის არ არის წინააღმდეგი“ – აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პირებზე შეწყალების მოთხოვნაზე ყოველთვის უარყოფითი პასუხი იყო შეწყალების კომისიის მხრიდან.

„იყო რამოდენიმე ძალადობაზე შემოსული წერილი, მაგრამ ეს იყო ფაქრი, რომ ოჯახის წევრი ცემა. ვიხილავთ იმ შემთხვევაში, თუ არის დაზარალებულის წერილი. ამას რა ძალადობა ჰქონდა ჩადენილი ისიც არ ვიცით, თუ ძალადობას ეხება საქმე, ყველაზე არის უარყოფითი პასუხი. თუ საქმეს დადებითად მოვეკიდებით, აუცილებლად უნდა იყოს წერილი შემოსული დაზარალებულის“ – აცხადებს ნონა გაფრინაშვილი.

ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც შეწყალების კომისიის მუშაობაში იყო ჩართული ასევე მიუთითებს, რომ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით შეწალების კომისიის დამოკიდებულება განსაკუთრებული იყო, ნანუაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევბზე კომისიის პასუხი თითქმის ყოველთვის უარყოფითი იყო.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით რომ მიგვექცია ყურადღება ასეთი შემთხვევებისთვის. თუ მოხდებოდა გათავისუფლება, ეს იქნებოდა წახალისება დანაშაულის მიტუმეტეს იმ ფონზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს ოჯახური ძალადობის ასეთი ფონი. მე არ მახსენდება, რომ კომისიის წევრებს ჰქონოდათ ასეთი დამოკიდებულება, პირიქით, ჩვენ ვცდილობდით უარი გვეთქვა ასეთ განცხადებებზე. რამდენადაც მახსოვს, ამ კონკრეტული დროს მე არ ვიმყოფებოდი და შესაძლებელია არც კი მიმიღია მონაწილეობა კომისიის მუშაობაში და შესაბამისად, არც მახსენდება თუ რას უკავშირდება, რა გარემოებები იყო რომ ასეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული“ – აცხადებს უჩა ნანუშავილი.

loading…

პოპულარული

"უსირცხვილო, მაიმუნო ქალო"- ცხარე დაპირისპირება ეკა ბესელიასა და თინა ბოკუჩავას შორის (ვიდეო)
სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი მეშახტის პირველი კომენტარი - ტრაგედია ტყიბულში (ვიდეო)
როდესაც შენს ლიდერს, სააკაშვილს ჩემი ოჯახის წევრები მძევლად ჰყავდა, შენ ბიუჯეტის ხარჯზე, ოქროს სამაჯურს რატომ გჩუქნიდა? - ბესელია ბოკუჩავას
თხების მწყემსი ლუკა მოდრიჩი - ვიდეო ხორვატების კაპიტნის ბავშვობიდან
დაწერე კომენტარი