საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად ასახელებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას.

“დაახლოებით სამი დღის წინ ვიყავი აჭარაში, გავმართე კონსულტაციები. იმ მომენტისთვის, როდესაც მე გავმართე კონსულტაციები, “ქართული ოცნების” მიერ ერთი კანდიდატურა – თორნიკე რიჟვაძე იყო წარმოდგენილი. ოპოზიციასთან მე გამოვხატე გაკვირვება, რომ ალტერნატიული კანდიდატურა არ იყო წარმოდგენილი, თუმცა შემდეგ ოპოზიცია ჩამოყალიბდა ბატონ არმაზ ახვლედიანის კანდიდატურაზე.
მე თავისთავად, დადებითად მივიჩნევ კანდიდატურების დასახელების და საზოგადოებისთვის წარდგენის დემოკრატიულ პროცესს და მიმაჩნია, რომ კონკურენტული პოლიტიკური გარემო ქვეყნის დემოკრატიული ფუნქციონირების წინაპირობაა. ამასთან ერთად, გავიაზრეთ რა ორივე კანდიდატურის პოზიცია და წარმომდგენი ძალების პოზიცია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ბატონ თორნიკე რიჟვაძეს წარმოადგენს პარტია, რომელიც უმრავლესობას ფლობს აჭარის უმაღლეს საბჭოში, მის წარდგენას გააჩნია თავისი ლოგიკა და მე ავარჩიე ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. შემდგომ პროცედურებს ანა ნაცვლიშვილი გაივლის აჭარის უმაღლეს საბჭოსთან”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
განცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
ერთწლიანი ქორწინების შემდეგ, ქალი 300 წლის წინ გარდაცვილი მეკობრის სულს დაშორდა
დაწერე კომენტარი