რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის ჩრდილოეთში ოპერაციის დაწყების მზადყოფნის შესახებ განაცხადა

ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის ჩრდილოეთში ოპერაციის დაწყების მზადყოფნის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეგიონში ოპერაციის დაწყების მიზეზად სასაზღვრო ტერიტორიიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნა დაასახელა.

„ჩვენ მოვემზადეთ, მოქმედების გეგმა შევადგინეთ, შესაბამისი ინსტრუქციები გავეცით. შესაძლოა დღეს ან ხვალ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ჩავატაროთ როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო ოპერაცია.“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

2019 წლის აგვისტოში, თურქეთსა და აშშ-ს შორის სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხო ზონის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა. მაშინ მხარეები საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ. თუმცა მოგვიანებით რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნული აქტივობის გადადებას ეცდებოდა, თურქეთი ოპერაციას დამოუკიდებლად დაიწყებდა.

loading...

პოპულარული

სტივენ სპილბერგის შვილი პორნომსახიობი გახდა - ფოტოები
ერთი კოლოფი იმპორტული სიგარეტი, სავარაუდოდ, 15 ლარამდე ეღირება
"კიბეზე ჩამოუგორებია ლეიბით და ბეღელში შეუტენია ვირთხასავით, მოკუნტული შედო ჩემი შვილი" - საჩხერეში მომხდარი დანაშაულის დეტალები და უმძიმესი ვიდეო
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
დაწერე კომენტარი