რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ 20 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა, კიდევ შვიდი ტესტის პასუხს ველოდებით – გოფოძე

გოფოძე

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე შვიდი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. როგორც კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათ რესპუბლიკურ კლინიკაში ამჟამად 40 პაციენტი იმყოფება და არც ერთ მათგან კორონავირუსი არ აქვს.

„უშინ კვლევა ჩაუტარდა 20 პაციენტს, რომელიც ჩვენთან იმყოფებოდა და ყველა შემთხვევაში ნეგატიური იყო პასუხი. დღეს გაეწერა ხუთი პაციენტი. კიდევ რამდენიმე წავა, ზოგი კარანტინში და ზოგი თვითიზოლაციაში. დღეს შვიდ პაციენტს გაუკეთდა ტესტი და ველოდებით მათ პასუხებს. ჩვეულ რეჟიმში მიდის მუშაობა, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ პარამეტრები ყოველდღიურად უმჯობესდება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, რეანიმაციაში იმყოფება ასევე მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტი, რომელსაც ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, მაგრამ არ დაუდასტურდა კორონავირუსი.

ამასთან, ლევან გოფოძემ საავადმყოფოსთვის სწრაფ ტესტეზეც გააკეთა კომენტარი.

„ჩვენი კლინიკისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ სწრაფი ტესტები გვქონდეს, რადგან ჩვენი კლინიკა მუშაობს იმ პაციენტებზე, რომელთაც აღენიშნებათ კარგად გამოხატული კლინიკური ნიშნები და ჰგავს მეტ-ნაკლებად კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის სიმპტომებს. ამიტომაც გვსურს, ჩვენთან წარმოებული ტესტების პასუხების სანდოობა იყოს ძალიან მაღალი. ეს ტესტები, რომლებიც კეთდება ლუგარის ლაბორატორიაში, არის ოქროს სტანდარტი. მე უპირატესობას ამ ტესტებს მივანიჭებდი“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

loading...

პოპულარული

"დაახლოებით კაკლის ზომის სეტყვა იყო" - სტიქიამ ქალაქი თელავი და რამდენიმე სოფელი დააზარალა (ფოტო, ვიდეო)
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
ვაშინგტონი მოსკოვს ემუქრება: რუსეთმა 1 მილიარდის ყალბი ლიბიური ბანკნოტები დაბეჭდა
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
მაღალჩინოსნებისა და კრიმინალების დიდი შეკრება კანონიერი ქურდის საფლავზე - ნარკოტიკებისა და კონტრაბანდის ისტორია - რეპორტაჟი ოკუპირებულ აფხაზეთიდან
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
კორონავირუსის ახალი კლასტერი თბილისი ცენტრში - რა ხდება დევნილთა საცხოვრებლში
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
შემზარავი მკვლელობა - 15 წლის ბიჭმა 10 წლის მძინარე და ჩაქუჩით მოკლა და ნაგავსაყრელზე დააგდო
დაწერე კომენტარი