რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ჟურნალისტებს აფრთხილებს

გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსის შიდა გადაცემისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. მან ჟურნალისტები გააფრთხილა, რომ სამედიცინო პერსონალთან ერთად, ისინიც ამ თვალსაზრისით მაღალი რისკის ჯგუფში შედიან.

გოფოძის თქმით, შიდა გადადების დროს კონტაქტების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

„შიდა გადადება არის უკვე, ამიტომაც ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. დაწყებული სამედიცინო პერსონალიდან, ჟურნალისტებს ყოველდღე გაფრთხილებთ, რადგან თქვენც საკმაოდ მაღალი რისკის კონტინგენტს მიეკუთვნებით. რა თქმა უნდა, მოსახლეობაც. დარჩით სახლში, დაიცავით სოციალური დისტანცირება და მაქსიმალურად შევზღუდოთ კონტაქტები, რადგან შიდა გადაცემა ყველაზე დიდი პრობლემაა. როდესაც ზუსტად ვიცით, ვინ საიდან ჩამოვიდა, რა ჩამოიტანა და როგორ, მათი მართვა შედარებით ადვილია, რადგან კონტაქტების დადგენა ადვილია. შიდა გადადების დროს კონტაქტების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, ვისგან მივიღეთ არ ვიცით და ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. საგანგებო სიტუაციების გამკაცრების მიზეზი ისაა, რომ შიდა გადაცემის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა“,-აცხადებს გოფოძე.

პოპულარული

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ტერორიზმის კვალი საქართველოში? - როგორ შემოვიდა 9 შეიარაღებული პირი ბათუმში იმავე გზით, რომლითაც ახმედ ჩატაევის დაჯგუფება
შემზარავი ამბავი, რომელიც დღეს თბილისში მოხდა - დედამ საკუთარი ახალშობილი კორპუსის ფანჯრიდან გადააგდო (ვიდეო)
სკანდალური წერილი: რატომ უპირისპირდებოდა პანდემიასთან მებრძოლი ცნობილი ექიმი "ოცნების" მაღალჩინოსნებს: "რატომ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც ძალიან არ გვინდა"
საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზე ადის - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში აღებული ვალი, კორუფციულ სქემებში დაიხარჯაებ
ნეკა დოროყაშვილი დედათა მონასტერში წავიდა
თბილისში, ბიძინა კულუმბეგოვისა და ცნობილი მსახიობის ურთიერთობაზე ალაპარაკდნენ - რას ამბობს ანა სანაია
ქართველი ტრანსსექსუალი ქალის ეროტიული ფოტო განხილვის მთავარ თემად იქცა - ალექსიას სასქესო ორგანო ძაღლით აქვს დაფარული (ფოტო)
ხატია სიჭინავას ყავის ჭიქაზე კაცის სასქესო ორგანო "დაეხატა" - რა ფიტოს აქვეყნებს ტელეწამყვანი
დაწერე კომენტარი