რესპუბლიკელები საპატრიარქოს დაფინანსების შეწყვეტას ითხოვენ

საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რესპუბლიკურმა პარტიამ ბრიფინგი გამართა, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძის განცხადებით, საპატრიარქოსა და ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულებამ მახინჯი ფორმები მიიღო, რაც გამოიხატება ერთის მხრივ საპატრიარქოზე ხელისუფლების გავლენების გაძლიერებაში და მეორეს მხრივ საპატრიარქოს არამიზნობრივი დაფინანსების გაზრდაში. რესპუბლიკურმა პარტიამ დღეს საჯარო რეესტრზე და სპეციალურ კვლევაზე დაყრდნობით წარადგინა მონაცემები, რომლიდანაც ირკვევა, რომ კონკორდატის გაფორმებიდან დღემდე საპატრიარქომ მიიღო 200 მილიონი ლარი და 1 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მიწა. რესპუბლიკელები მოითხოვენ, რომ საპატრიარქოსთან საფინანსო და ქონებრივი საკითხები დარეგულირდეს მხოლოდ კონკორდატით გათვალისწინებული კომპენსაციების ფარგლებში.

cyc

„ეკლესია გახდა ხელისუფლების ავტონომიური ნაწილი და ამ ურთიერთსარგებელზე, ხშირად ურთიერთშანტაჟზე, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლურ-კონკურენტულ ურთიერთობის შედეგად მივედით იქამდე, რომ გვესმის უგვანო და ყველა ჩარჩოდან გასული ტერმინოლოგია სასულიერო პირებისგან და ვხედავთ ორი მხარის დაპირისპირებას ეკლესიაში. ჩვენ ვთვლით, რომ ამ რთულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო, არ გასცდეს კონკორდატით შეთანხმებულ ნორმებს არც ხელისუფლება და არც ეკლესია, რასაც დღეს აქვს ადგილი და შეწყდეს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსება. რომელიც დღეს არსებობს და თუ საუბარია კომპენსაციაზე ეს უნდა იყოს დასაბუთებული და კონკრეტული“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თამარ კორძაია დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილს გამოეხმაურა.

“ბატონი მამალაძის წერილში აღწერილი ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის რეალობა და ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩარეულები არიან კორუფციაში და მათ აქვთ საერთო ბიზნესები, ეს დასტურდება სამეწარმეო რეესტრიდან არაერთი ამონაწერით. ეკლესიას წმინდა ფულადი სახით მიღებული აქვს 200 მილიონზე მეტი, ასევე საპატრიარქოს მიღებული აქვს 1 მილიონზე მეტი კვ.მ. მიწის სახით. საბოლოო ჯამში საქართველოს მოსახლეობა რატომ არის ვალდებული ამდენი იხადოს კომპენსაციის სახით, იქნებ ვინმემ დაუსაბუთოს ან საერო ან სასულიერო ხელისუფლებიდან“- განაცხადა თამარ კორძაიამ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი