ზუგდიდში რკინიგზის რელსების ქურდობა მოხდა

ზუგდიდში რკინიგზის რელსების ქურდობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. ბრალდებულებმა მინგირი-შამგონის მონაკვეთზე დაახლოებით 100 მეტრი სიგრძის რელსი ჯართში ჩაბარების მიზნით მოიპარეს. მათ რელსები სპეციალური საჭრისებით დაჭრეს. პოლიციამ რელსები ნივთმტკიცებად ამოიღო. ოთხივე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მათ ბრალი აღიარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

დაწერე კომენტარი