რეესტრმა „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა

რუსთავი 2 რეესტრმა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ცვლილებები უკვე ასახულია.

ამ ეტაპისთვის არხის გენერალურ დირექტორად კვლავ ნიკა გვარამია წერია.

შეგახსენებთ, რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ცვლილება მხოლოდ ერთ პიროვნებას შეეხება.

ხალვაშის გადაწყვეტილებით, გვარამიას პაატა სალია შეცვლის.

მისივე თქმით, მზადაა ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ინტერესები გაითვალისწინოს.

ამასთან, ხალვაში განმარტავს, რომ არ აპირებს არხის პოლიტიკას შეეხოს.

სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი2-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.

ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს ნიკა გვარამია.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ქართულმა სასამართლომ საერთაშორისო კრიტიკული ტესტი ჩააბარა.

პოპულარული

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი