“ქართული ოცნება” რეგიონულ კონფერენციას გორში მართავს

გიორგი კვირიკაშვილი

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო რეგიონულ კონფერენციებს მართავს. ამ წუთებში პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გორში იმყოფება.

მანამდე კი კონფერენცია მცხეთაში გაიმართა, სადაც რაიონული ორგანიზაციის ლიდერი აირჩიეს. პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე არჩეული მერი, გიორგი კაპანაძე, გახდა.

დახურულ შეხვედრას თბილისის მერი და პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აცხადებს, რომ კონფერენციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება. კობახიძის თქმით, ბოლოს პარტიის ყრილობა ჩატარდება, სადაც პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევა მოხდება.

თბილისის მერის, კახა კალაძის, თქმით, ქვეყანაში სოციალური ფონი გამოსასწორებელია. მისივე თქმით, პარტიულ ღონისძიებებში ქალების როლი და ასევე, ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

რაიონული ორგანიზაციის ლიდერებს აირჩევენ გორსა და ახალციხეშიც.

პოპულარული

"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
„მილიონი კაცია და ჩამოყვანილი როგორაა, კამერა მიაბრუნეთ, ნახეთ რა პასუხია, გენიალური“ - ქალბატონი "ოცნების" აქციიდან (ვიდეო)
"ამდენი უპატრონო ადამიანია და ესენი კიდევ ზეიმობენ" - "ოცნების" აქციაზე ირაკლი ხომასურიძემ პროტესტის ნიშნად თავზე ნაცარი დაიყარა (ვიდეო)
"ოცნების" აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი და მისი სამი თანამშრომელი ავარიაში მოყვნენ
დაწერე კომენტარი