მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული ქონების საკითხს დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ

“რუსთავი 2”- ის საქმის განმხილველი მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ოჯახისათვის კომპენსაციის სახით მილიონი ლარის გადაცემის საკითხზე, ოპოზიციის მოთხოვნით დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილება.
ოპოზიცია მერის მისვლას დღესაც ითხოვს.

დეპუტატები ასევე იმსჯელებენ იმ დოკუმენტის გაუქმებაზე, რომლის მიხედვითაც ეს თანხა მოსამართლის ოჯახმა მიიღო და მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის საკითხზე.

„ველოდებით დედაქალაქის მერ დავით ნარმანიას, რომელიც ამ რამდენიმე დღის განმავლობაში უტიფრად იქცევა და აცხადებს, რომ შოუზე არ მივა და არც თანამშრომლებს გამოუშვებს. ეს არ არის შოუ, ეს არის საკრებულოს სხდომა. თუ დავით ნარმანია შვიდი დღის განმავლობაში არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება, რაც არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული,“ – განაცხადა ფრაქცია თბილისის თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა.

რაც შეეხება საკრებულოს უმრავლესობის პოზიციას, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დავით ნარმანია და მივა თუ არა ის სხდომაზე.

loading…
loading…
გააკეთე კომენტარი!