რა ხდება საქართველოში – გლდანში ჩაქუჩით და დანით ორი ახალგაზრდა დაჭრეს

პოლიცია

ავტოფარეხში ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გლდანში რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს დაზიანებები ჩაქუჩითა და დანით აქვთ მიყენებული. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთი „ჰოლანდიურ ჰოსპიტალში“ მოხვდა, მეორე კი – ღუდუშაურის კლინიკაში.

როგორც „პრაიმტაიმს“ უამბეს, ერთმა უკვე დატოვა კლინიკა, მეორე კი მკრნალობას კვლავ აგრძელებს. 

როგორც პრაიმტაიმს განუცხადეს დაკავებულებიც და დამნაშავეებიც ახალგაზრდები არიან,მარამ არცერთი არ არის არასრულწლოვანი.

შსს განცხადებით მომხდარ ფაქტზე სამი პირია დაკავებული,გამოძიებიება მიმდინარეობს ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განძრახ მკვლელობის ფაქტზე 
საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გლდანში, ახმეტელის მეტროსთან 15 წლის მოზარდი დაჭრეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

დაწერე კომენტარი