რა ხდება რუსთავში – 40-მდე მოზარდი მე-4 სკოლის ტერიტორიაზე ერთმანეთს საქმეს ურჩევდა და იარაღიდან ისროდა

რუსთავი

ქალაქ რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, ცოტა ხნის წინ ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. 

თვითმხილველების ინფორმაციით, მე-4 სკოლის ტერიტორიაზე 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

კრიმინალურმა პოლიციამ რამდენიმე პირი გამოკითხვაზე გადაიყვანა.

წყარო: ინფო რუსთავი

დაწერე კომენტარი