რა შეზღუდვები უქმდება 23 მაისიდან საქართველოში – ჩამონათვალი

ჩიქოვანი ინტერნეტზე

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა იმ შეზღუდვებზე, რომლებიც ხვალიდან, 23 მაისიდან მოიხსნება.

23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებშიც და ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.

კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკარანტინე ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები.

საკარანტინო ზონად კვლავაც რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

უქმდება სამკაციანი შეზღუდვა ავტომობილებში და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ტაქსით მომსახურეობის დროს. ასევე, ტაქსის ყველა მძღოლი ვალდებული იქნება, გამოიყენოს პირბადე.

ასევე უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის.

შეზღუდვბი, რომლებიც კვლავ ძალაში რჩება იხილეთ აქ.

დაწერე კომენტარი