რა ქონებას ფლობენ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი და ემუქრება თუ არა საფრთხე მათ ქონებას

მარკლი და ჰარი

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო ოჯახის ცხოვრებას ნაწილობრივ ჩამოშორების გადაწყვეტილება მიიღეს.
წყვილი ამბობს, რომ ისინი ფინანსური დამოუკიდებლობის მიზნით იმუშავებდნენ.
ტაბლოიდები უკვე აქტიურად წერენ სამეფო წყვილის ქონებაზე და საიდან აქვთ მათ შემოსავალი.
როგორც ბრიტანული გამოცემა, Standard-ი წერს, მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ერთობლივი ქონება ამჟამად დაახლოებით 33 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, მეგანი და ჰარიც შემოსავლის 5%-ს იღებენ ე.წ სუვერენული გრანტის სახით, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტიდან სამეფო ოჯახს ყოველწლიურად გადაეცემა. დანარჩენ 95%-ს კი ისინი იღებენ კორნუოლის საგრაფოსგან, რომელიც ჰარის მამის პრინც ჩარლზის კერძო მამულებს წარმოადგენს. როგორც ბრიტანული მედია წერს, სამეფო ოჯახის სრულფასოვანი ცხოვრებისგან დისტანცირების შემდეგ, ჰარი და მეგანი ე.წ სუვერენულ გრანტს აღარ მიიღებენ.

ვიდრე მეგანი პრინცს გაჰყვებოდა ცოლად, საკმაოდ წარმატებული მსახიობი იყო. ხელფასი კი ექვსნიშნიანი ჰქონდა, მაგალითად სერიალ Suits-ში მონაწილეობისთვის. პრინც ჰარიც გამოიმუშავებდა გარკვეულ თანხას, მას ასევე მემკვიდრეობით მიღებული ქონებაც აქვს.

Independent-ის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგინიას ქონება გათხოვებამდე 3,8 მილიონ ფუნტს შეადგენდა. იგი სერიალ Suits-ის ასზე მეტ ეპიზოდში მონაწილეობს. თითო ეპიზოდში კი მეგანი 37 000 ფუნტს გამოიმუშავებდა, მისი წლიური ანაზღაურება 333 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.

მეგანმა 2010 წლის ფილმში Remember Me 140 000 ფუნტი გამოიმუშავა, ფილმში The Candidate კი £130,0000.

გარდა სამსახიობო კარიერისა, მეგანს შემოსავალი ჰქონდა ასევე კანადური ტანსაცმლის ბრენდის Reitmans-სგან. ამასთან, მარკლი 2014-დან 2017 წლამდე აწარმოებდა ბლოგს ‘The Tig’, საიდანაც იგი წლის განმავლობაში 61 000 ფუნტ სტერლინგზე მეტს გამოიმუშავებდა.

რაც შეეხება პრინც ჰარის ქონებას, იგი დაახლოებით 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, ისევე როგორც თავისი ძმის პრინც უილიამის ქონება. ჰარიმ ქონების უმეტესი ნაწილი დედისგან – პრინცესა დაიანასგან და ბებიის დედისგან, ელისაბედ ბოუზ-ლაიონისგან მიიღო. როგორც ცნობილია, დედოფალ ელისაბედის დედას 70 მილიონი ფუნტი სტერლინგი ჰქონდა ფონდში განთავსებული თავისი შვილთაშვილებისთვის. სწორედ მისგან პრინცმა ჰარიმ, ისევე როგორც უილიამმა 14-14 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის თანხა მიიღეს.

CNN-იის ცნობით, მეგანის და ჰარის კერძო, არაოფიციალური მოგზაურობების ხარჯებს ამ დრომდეც და მომავალშიც თავად წყვილი დაფარავს. მათი ოფიციალური ვიზიტები მომავალში კვლავ ე.წ სუვერენული გრანტიდან დაფინანსდება. ასევე მათ უსაფრთხოებაზე კვლავ ბრიტანეთის მთავრობა იზრუნებს, ვინაიდან წყვილი საერთაშორისო დონეზე დაცვის საჭიროების მქონედ მიიჩნევა.

პოპულარული

ჩინეთმა კორონავირუსთან საბრძოლველად 1000 საწოლიანი საავადმყოფო 48 საათში ააგო
სექსუალური ძალადობის შემდეგ, შშმ პირი 65 წლის კაცისგან დაორსულდა - რა წერია ზუგდიდში 22 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეში
ჩინელმა მკვლევარებმა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინა შექმნეს
"ხელი ჩაწიე, უზნეო ხალხი ხართ" - ლაჩარი ხარ!"- დაპირისპირება მდინარაძე-ბოკუჩავას შორის (ვიდეო)
დაწერე კომენტარი