რა უნდა იცოდეს მორწმუნემ საშობაო მარხვის შესახებ და უნდა იმარხულოს თუ არა ბავშვმა

სვეტიცხოველი

წლის ბოლო, დიდი მარხვა უკვე დაიწყო. ეკლესიურად მცხოვრებთათვის მარხვა არის შესაძლებლობა რწმენაში განმტკიცებისა და ახალ სულიერ სიმაღლეზე ასვლისა.

მარხვა მორწმუნისთვის დიდი სიხარულია, რადგან ამ დროს ცხოველი რწმენით ანთებული ადამიანი მზად არის სარწმუნოებრივი გმირობისთვის: ღვთის სიყვარული ხომ მაშინ ხდება რეალური, როდესაც მას საქმით გამოვავლენთ.

საშობაო მარხვა უძველესი დროიდანაა დადგენილი და მორწმუნეები მას პირველივე საუკუნიდან იცავენ. სხვადასხვა ეპოქაში ამ მარხვას განსხვავებული დღეთა რაოდენობა ჰქონდა; 1166 წელს ჩატარებულ კრებაზე კი მისი ხანგრძლივობა 40 დღით განისაზღვრა.

წმინდა სვიმეონ თესალონიკელის სიტყვებით: „შობის მარხვა მოსეს მარხვას განასახიერებს, რომელმაც ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ უფლისგან ქვის ორი ფიქალი მიიღო, რაზეც ამოტვიფრული იყო უფლის სიტყვები. ჩვენ კი ორმოცი დღის მარხვის შემდეგ, ვიხილავთ და ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამისგან ვღებულობთ ცოცხალ სიტყვას, რომელიც ამჯერად ქვებზე კი არ არის ამოტვიფრული, არამედ ხორცშესხმული,  ხორციელად შობილია და ვეზიარებით მის ღვთაებრივ სისხლსა და ხორცს“.

მარხვის დაწყებისთანავე ისევ აქტუალური ხდება კითხვა: უნდა იმარხულოს თუ არა ბავშვმა.

მოძღვრის განმარტებით, ეს მშობელზეა დამოკიდებული, მან თანდათანობით უნდა შეამზადოს ბავშვის გონება ამ მოვლენისათვის. ბავშვი უნდა ესწრებოდეს წირვა-ლოცვას, ჰქონდეს ეკლესიაში ქცევის ელემენტარული ჩვევები მაინც. თუ ის ვერ აცნობიერებს მარხვის არსს, არ იცის, ვინ არის იესო ქრისტე, მაშინ არ ღირს ბავშვის „წვალება”. მოიცადეთ კიდევ ერთი წელი, იმუშავეთ მასთან, შეიყვანეთ საკვირაო სკოლაში და თავად მოისურვებს მარხვას თანატოლების მსგავსად.

მშობელმა ბავშვს უნდა განუმარტოს, რატომ მიირთმევენ დანარჩენები მისთვის აკრძალულ ხორცსა თუ კვერცხს, მხიარულობენ, დროს ატარებენ, გვიანობამდე უყურებენ ტელევიზორს, არაფერში იზღუდებიან.

როცა ყველა სადავო საკითხი მოგვარდება და ბავშვთან ერთად გადაწყვეტთ მარხვას, შემდეგ უნდა გადაიჭრას არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი – როგორი ფორმით უნდა იმარხულოს მორწმუნემ.

არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დიდი ხნის წინ განცდილი წყენა არ ავიწყდებათ და მიუხედავად ლოცვებისა, მაინც შფოთვებში არიან. ასეთ დროს ხომ არ კარგავს მადლს მორწმუნე.

როგორც მოძღვარი განმარტავს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი. ზოგადი რეცეპტი არ არსებობს. ასეთ დროს ადამიანი უნდა დაელაპარაკოს მოძღვარს და მისი დახმარებით ეცდებიან იპოვონ გამოსავალი.

ეს მარხვა 25 დეკემბრამდე ხსნილია თევზით. ყოველწლიურად მისი უწმინდესობა ახსნილებს 1-2 იანვარსაც

პოპულარული

ზოდიაქოს 3 ნიშნიშნისთვის 2020 წელი ძალიან რთული იქნება - მიხეილ ცაგარელი
“დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი…” – მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს
კალიფორნიის სანაპიროზე ათასობით "პენისის თევზი" გამოირიყა
ტაქსის მძღოლმა ჩაძინებული მგზავრი გააუპატიურა
დაწერე კომენტარი