რა უნდა ვიცოდეთ ვალენტინობის შესახებ

Modern red Valentine romantic table setting with polka dot plate

წმინდა ვალენტინის დღე, ან შეყვარებულების დღე, სიყვარულის დღე — დღესასწაული, რომელიც 14 თებერვალს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თუმცა მათგან უმეტესში არ არის არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული. როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები, ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული ხასიათის ღია ბარათებს, ე.წ. „ვალენტინებს”.

cyc

ვალენტინობის დღის აღნიშვნა სათავეს მეხუთე საუკუნის რომიდან იღებს, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა. დღესდღეობით 14 თებერვალი, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალური საეკლესიო დღესასწაული, აღინიშნება მხოლოდ პროტესტანტულ ნაწილში, ლუთერანული და ანგლიკანური ეკლესიების მიერ. მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდანის ხსენების დღეა 19 ივლისი (ძველი სტილით 6 ივლისი). კათოლიკური ეკლესია არ აღნიშნავს ამ დღეს ოფიციალურად, 1969 წლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ. ამ დღის ასოცირება რომანტიულ საყვარულთან, პირველად ჯეფრი ჩოსერის მიერ მოხდა შუა საუკუნეების მიწურულს.

ვალენტინობას წყვილები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. დიაგრამაზე წითლით მოცემულია გოგოების მიერ გაკეთებული საჩუქრები თავიანთი ბიჭი მეგობრებისთვის, ხოლო ლურჯით – ბიჭების მიერ გოგოებისთვის გაკეთებული საჩუქრები.

ტრადიციულად, წყვილები საჩუქრებს ცვლიან. როგორც ჩანს, შოკოლადი უფრო გამოდგება საყვარელი ადამიანის გასახარებლად, ვიდრე ყვევილები.

Google-ის ძებაში ვალენტინობის შესახებ ჩაწერილი შეკითხვების ხუთეული მსოფლიოს მასშტაბით ასე გამოიყურება: 1.როგორ გავაკეთო მისალოვი ბარათი?  2.როგორ დავხატო ვარდი? 3.როგორ მივიღო ვალენტინი? 4.როგორ დავმარცვლო “ვალენტინი”? 5.როგორ დავამზადო სასაჩუქრე ყუთი?.

ვალენტინობის დღეს Google-ში ყველაზე ძებნადი რეცეპტების ხუთეული: 1. ორცხობილები, 2.”ქაფქეიქები”, 3.ნამცხვრები, 4.პიცა, 5.”ჩიზქეიქი”.

 

 

ავტორი: თამო სირბილაძე

რეკლამა

დაწერე კომენტარი